![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3e/Ptsa_River_%2528near_Kvenatkotsa%2529.jpg/640px-Ptsa_River_%2528near_Kvenatkotsa%2529.jpg&w=640&q=50)
ფცა (მდინარე)
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ფცა — მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოიქმნება მდინარეების შუა ფრონისა და დასავლეთის ფრონის შეერთებით, ერთვის მტკვარს მარცხნიდან. საკუთრივ ფცის სიგრძეა 10,8 კმ. აუზის ფართობი — 719 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზმთარში. საშუალო წლიური ხარჯი 12,5 მ³/წმ.[2] ფცას მის შემდგენელებთან ერთად მოსახლეობა ფცის წყალს ან ფცის ფრონესაც უწოდებს.[3]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფცა. |
სწრაფი ფაქტები ფცა, სხვა სახელი ...
ფცა | |
---|---|
![]() მდინარე ფცა ქვენატკოცასთან | |
სხვა სახელი | ფცის ფრონე, ფცის წყალი |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ქარელის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სათავე |
შუა და დასავლეთის ფრონის შეერთება 42°05′14″ ჩ. გ. 43°46′28″ ა. გ. |
შესართავი |
მტკვარი 42°02′31″ ჩ. გ. 43°52′27″ ა. გ. |
სიგრძე | 10,8 კმ |
აუზის ფართობი | 719 კმ² |
მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 12,5 მ³/წმ |
![]() ![]() |
დახურვა