ფუჩღულეთის ურარტული წარწერა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფუჩღულეთის ურარტული წარწერა — ძვ. წ. VIII საუკუნის ლურსმული ეპიგრაფიკული ძეგლი, აღმოჩენილი 1985 წელს (41°15′03″ ჩ. გ. 42°53′23″ ა. გ.). ამჟამად მდებარეობს სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში[1].
ძეგლი მდებარეობს თურქეთში, ჰანაქის რაიონში, ისტორიულ ერუშეთში, დაბა ჰანაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფუჩღულეთის ნასოფლარიდან მდინარის ხეობის აყოლებაზე, 550 მეტრზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ ვერტიკალურ კლდეზე, მიწის ზედაპირიდან 6-7 მეტრის სიმაღლეზე. 13-სტრიქონიანი ურარტული წარწერის ფართობია 159×60 სმ. მასში მოხსენიებულია ურარტუს მეფე არგიშთი I, რომელსაც წარწერის მიხედვით ომი ჰქონია „თორიუმის“[2], სხვა ვერსიით „თარიუნის“[3] ქვეყანასთან და გზად დიაოხი აუოხრებია.