From Wikipedia, the free encyclopedia
ფურანი — ხუთატომიანი ჰეტეროციკლური ნაერთი, რომელთა შორის ოთხი ნახშირბადისაა, ხოლო ერთი — ჟანგბადის. არის უფერო, ცეცხლსაშიში, ძლიერ აქროლადი ნივთიერება. იხსნება ისეთ ორგანულ გამხსნელებში, როგორებიცაა ალკოჰოლი, ეთერი და აცეტონი. წყალში მცირედ ხსნადია[2]. ფურანი ტოქსიკურია და შეიძლება ადამიანისთვის კანცეროგენული აღმოჩნდეს. სახელი ფურანი მომდინარეობს ლათინური სიტყვა furfur-ისაგან, რაც ნიშნავს ქატოს[3]. პირველად ფურანი აღწერა კარლ ვილჰელმ შეელემ 1780 წელს. ფურანისგან ხდება მრავალი ორგანული ნაერთის მიღება მაგალითად ტეტრაჰიდროფურანის.
ნახშირორჟანგი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ფურანი[1] |
ტრადიციული სახელწოდება | 1,4-ეპოქსიბუტა-1,3-დიენი, 1,4-ეპოქსი-1,3-ბუტადიენი, 5-ოქსაციკლოპენტა-1,3-დიენი, 5-ოქსაციკლო-1,3-პენტადიენი, ფურფურანი, დივინილის ოქსიდი. |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 68.075 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0.936 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −85.6 °C |
დუღილის ტემპერატურა | 31.3 °C |
ფურანის ინდუსტრიული მიღების ხერხი მდგომარეობს შემდეგში: კატალიზატორად გამოყენებულია პალადიუმი და ხდება ფურფურალის დეკარბონილაცია. მეორე ხერხით კატალიზატორად იყენებენ სპილენძს (სპილენძის(II) ქლორიდს); რეაქცია მდგომარეობს 1,3-ბუტადიენის ოქსიდაციაში[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.