![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/41/Tuvalu_Funafuti_atoll_beach.jpg/640px-Tuvalu_Funafuti_atoll_beach.jpg&w=640&q=50)
ფუნაფუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფუნაფუტი (ინგლ. Funafuti) — პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუს ატოლი-დედაქალაქი წყნარ ოკეანეში.[1][2] მისი მსახლეობა შეადგენს 6,320 ადამიანს რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 60.15 პროცენტია და მას მას ტუვალუს ყველაზე მეტად დასახლებულ ატოლად აქცევს.[3] ის წარმოადგენს 20-დან 400 მეტრამდე სიგანის მიწის ვიწრო ზოლს, ის მოიცავს დაახლოებით 18 კილომეტრის სიგრძის და 14 კილომეტრის სიგანის ლაგუნას. ფუნაფუტის ლაგუნის საშუალო სიღრმეა 36.5 მეტრი. მისი ზედაპირი შეადგენს 275 კვადრატულ კილომეტრს და ტუვალუს ყველაზე დიდი ლაგუნაა. ქვეყნის 33 კუნძული ფართობი ჯამში შეადგენს 2.4 კვადრატულ კილომეტრს რაც მისი ფართობის 1 პროცენტზე ნაკლებია. სატვირთო გემებს შეუძლიათ ლაგუნაში შესვლა და პორტის ნავსადგურში გაჩერება.
დედაქალაქი | |
---|---|
ფუნაფუტი ინგლ. Funafuti | |
![]() ატოლის ლაგუნას სანაპირო ზოლი | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 8°30′17″ ს. გ. 179°07′02″ ა. გ. |
ფართობი | 2.4 კმ² |
მოსახლეობა | 6320 კაცი (2017) |
სასაათო სარტყელი | UTC+12 |
ხანდახან ქვეყნის დედაქალაქს უწოდებენ ატოლის პატარა კუნძულ ფონგაფალეს ან მის ცენტრს სოფელ ვაიაკუს,[4] თუმცა რადგან მთლიანი ფუნაფუტი წარმოადგენს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს ამიტომ დედაქალატის სტატუსი მთლიან ატოლზე ვრცელდება.