ფორსაჟი (2001 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორსაჟი (ინგლ. The Fast and the Furious) — 2001 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია რობ კოენი, ხოლო სცენარის ავტორი გარი სკოტ ტომპსონი და დევიდ აიერი. ეს არის ფორსაჟის ფრენჩაიზის პირველი ნაწილი, სადაც მონაწილეობენ: პოლ უოლკერი, ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრეუსტერი, რიკ იუნი, ჩად ლინდბერგი, ჯონი სთრონგი და ტედ ლევინი. ფორსაჟი მიჰყვება ბრაიან ო’კონერსის (უოლერი) პერსონაჟს, საიდუმლო პოლიციელს, რომელსაც ევალება აღმოაჩინოს უცნობი საავტომობილო გამტაცებლების ჯგუფი, რომლის მეთაურია დომინიკ ტორეტო (დიზელი).
„ფორსაჟი“ | |
---|---|
![]() | |
ინგლ. The Fast and the Furious | |
რეჟისორი | რობ კოჰენი |
პროდიუსერი | ნილ მორიცი |
ეფუძნება | კენ ლის „Racer X" |
როლებში |
|
კომპოზიტორი | BT |
მწარმოებელი კომპანია | Universal Pictures |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი | 22 ივნისი, 2001 წელი (აშშ) |
ხანგრძლივობა | 106 წუთი |
ქვეყანა |
![]() |
ბიუჯეტი | 38 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 207.3 მილიონი აშშ დოლარი |
ფორსაჟი-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1998 წელს კოენმა წაიკითხა სტატია, სახელწოდებით „Racer X“ ჟურნალ Vibe-ში. მაში აღწერილი იყო ნიუ-იორკის ქუჩაში უკანონო რბოლა.[1] შემდეგ ის დაუკავშირდა პროდიუსერ ნილ მორიცს, რომ მას წარედგინა ეს იდეა Universal Studios-თვის.[2] უოლკერი იყო პირველი მსახიობი, ვინც პროექტის კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო დიზელი სცენარის რამდენჯერმე ცვლილების შემდეგ დათანხმდა მონაწილეობაზე.[3]
მთავარი გადაღებები დაიწყო ლოს-ანჯელესში 2000 წლის ივლისში. სცენების უმეტესობა გადაღებულია ლოს ანჯელესში და სამხრეთ კალიფორნიაში, რომელიც, საბოლოო ჯამში, 2000 წლის ოქტომბერში დასრულდა.[4]
ფორსაჟი გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2001 წლის 22 ივნისს. ფილმმა კომერციული წარმატება მოიპოვა და მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ფილმმა კრიტიკოსებისგან არაერთგვეროვანი შეფასება მიიღო. ისინი აქებდნენ უოლკერისა და დიზელის შესრულებებს,[5][6] ხოლო აკრიტიკებდნენ ფილმში სცენების მიმდინარეობას და დასასრულს.[7] მოგვიანებით ფილმის პრემიერა ხელახლა შედგა, 2016 წლის 22 ივნისს, ფილმის თხუთმეტი წლისთავის აღსანიშნავად. ფორსაჟი მულტიმედიური ფრენჩაიზია, რომლის მეცხრე ნაწილიც, 2021 წელს გამოვა.[8]