From Wikipedia, the free encyclopedia
ფიტოგეოგრაფია ( ბერძ. phyton — მცენარე და გეოგრაფია, იგივე მცენარეთა გეოგრაფია) — ბოტანიკის და ფიზიკური გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის მცენარეთა გეოგრაფიულ გავცელებას დედამიწაზე და ადგენს ამ გავრცელების კანონზომიერებებს.
პირველი ცნობები მცენარეთა გავცელების შესახებ გვხვდება ანტიკური ხანის მეცნიერთა (თეოფრასტე) შრომებში. XVIII საუკუნეში გაჩნდა უფრო მნიშვნელოვანი მონაცემები ფრანგი ბოტანიკოსი ჟოზეფ ტურნეფორის, შვედი ბუნებისმეტყველის კარლ ლინეს და სხვა ნაშრომებში. XVIII-XIX სს. მიჯნაზე ფიტოგეოგრაფიას ცოდნის საგანგებო ხასიათი მიეცა, რაც დაკავშირებულია გერმანელი ნატურალისტების კ. ვილდენოვის და ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახელებთან.
ფიტოგეოგრაფიის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დანიელი მეცნიერის ი. სკოუს (1822), შვეიცარიელი ბოტანიკოსის ა. დეკანდოლის (1855) და გერმანელი მეცნიერის ა. გრიზებახის (1866) შრომებს, რომლებიც ფლორისა და ნაწილობრივ მცენარეულობის სისტემატიკური შემადგენლობის ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ხასიათის პირველ მიმოხილვას წარმოადგენდა.
ჩარლზ დარვინის თეორიამ ორგანული სამყაროს ევოლუციის შესახებ მეცნიერული საფუძველი მისცა ფიტოგეოგრაფიის გენეზისურ მიმართულებას. მასზე დაყრდნობით გერმანელმა ბოტანიკოსმა ა. ენგლერმა ფიტოგეოგრაფიაში დაამკვიდრა ფლორის შესწავლის ისტორიულ-გენეტიკური მეთოდი და პირველმა მოახდინა დედამიწის ფლორების დაყოფა მათი ისტორიული განვითარების თვალსაზრისით (1879-1882).
დიდად მნიშვნელოვანია ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები, საქართველოს ცნობები ცალკეული ველური თუ კულტურული მცენარის გავცელებისა და მცენარეული ზონების განლაგების შესახებ.
ფიტოგეოგრაფიის კვლევის ობიექტია მთლიანად დედამიწის ან მისი ცალკეული ნაწილის ფლორა და მისი სისტემატიკური ერთეულების (ფიტოტაქსონების ) არეალები.
ფიტოგეოგრაფიის ძირითადი დანაყოფებია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.