რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ფიოდორ ჩერენკოვი (რუს. Фёдор Фёдорович Черенко́в; დ. 25 ივლისი, 1959, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 4 ოქტომბერი, 2014, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის[1][2][3][4][5][6] და ნახევარმცველის[7][8][9] პოზიციაზე. იცავდა მოსკოვის „სპარტაკის“, პარიზის „რედ სტარისა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სამგზის (1979, 1987, 1989) ჩემპიონი, ექვსგზის (1980, 1981, 1983, 1984, 1985, 1991) ვიცე-ჩემპიონი და ორგზის (1982, 1986) ბრინჯაოს პრიზიორი, რუსეთის ჩემპიონი (1993) და რუსეთის თასის მფლობელი (1994) მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რუს და საბჭოთა ფეხბურთელად.[10][11]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფიოდორ ჩერენკოვი | ||
დაბადების თარიღი | 25 ივლისი, 1959 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
4 ოქტომბერი, 2014 (55 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი, ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1969–1971 | კუნცევო | ||
1971–1977 | სპარტაკი მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1977–1990 | სპარტაკი | 344 | (86) |
1990–1991 | რედ სტარი | 15 | (1) |
1991–1993 | სპარტაკი | 54 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1990 | სსრკ | 34 | (12) |
1980–1983 | სსრკ | 10 | (6) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1994–1995 | სპარტაკი მოსკოვი (თ.) | ||
1996–1997 | სპარტაკი მოსკოვი (თ.) | ||
2013–2014 | სპარტაკი მოსკოვი (თ.) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1983 და 1989 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[12][13]
ცხრაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ პირველ ნომრად.[14][15]
სეზონი | კლუბი | ლიგა | ჩემპ | თასი | ევრო | სხვ. | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მ | გ | მ | გ | მ | გ | მ | გ | |||
1978 | სპარტაკი | უმაღლესი ლიგა | 7 | 0 | 0 | 0 | — | — | — | — |
1979 | 31 | 4 | 2 | 0 | — | — | — | — | ||
1980 | 32 | 6 | 8 | 0 | 4 | 0 | — | — | ||
1981 | 32 | 4 | 4 | 1 | 6 | 0 | — | — | ||
1982 | 33 | 10 | 3 | 1 | 6 | 1 | — | — | ||
1983 | 33 | 10 | 2 | 1 | 6 | 3 | — | — | ||
1984 | 25 | 8 | 2 | 1 | 6 | 1 | — | — | ||
1985 | 33 | 13 | 2 | 2 | 6 | 3 | — | — | ||
1986 | 22 | 8 | 4 | 1 | 2 | 0 | 1 | 0 | ||
1987 | 27 | 12 | 3 | 0 | 4 | 2 | 9 | 3 | ||
1988 | 30 | 3 | 4 | 1 | 4 | 2 | 8 | 4 | ||
1989 | 28 | 7 | 5 | 0 | 4 | 2 | 2 | 1 | ||
1990 | 11 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | — | — | ||
1991 | რედ სტარი | ლიგა 2 | 15 | 1 | 0 | 0 | — | — | — | — |
1991 | სპარტაკი | უმაღლესი ლიგა | 22 | 3 | 1 | 0 | 3 | 1 | — | — |
1993 | სპარტაკი | უმაღლესი ლიგა | 32 | 6 | 3 | 3 | 3 | 0 | — | — |
1979–1990 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 34 შეხვედრას ატარებს და 12 ბურთი გააქვს.
საბჭოთა კავშირი | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1979 | 1 | 0 |
1980 | 6 | 4 |
1982 | 1 | 1 |
1983 | 8 | 3 |
1985 | 6 | 2 |
1986 | 3 | 0 |
1988 | 1 | 0 |
1989 | 3 | 0 |
1990 | 5 | 2 |
ჯამში | 34 | 12 |
ჩერენკოვმა პირველივე მატჩებიდან თავი წარმოაჩინა, როგორც გამორჩეულად ნიჭიერმა, თვითმყოფადი ტექნიკითა და მოედნის შესანიშნავი ხედვით დაჯილდოებულმა ფეხბურთელმა. იგი მალევე ჩამოყალიბდა „სპარტაკის“ ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, ხოლო კლუბიდან იური გავრილოვის წასვლის შემდეგ, თავად იტვირთა გუნდის თამაშის მთავარი ორგანიზატორის როლი, რასაც კარიერის ბოლომდე წარმატებით ართმევდა თავს. მოედანზე გამოირჩეოდა სანიმუშო კომბინაციური ალღოთი, ზუსტი და დროული პასებით, შეტევაში არასტანდარტული მოქმედებებითა და პარტნიორთა იშვიათი გრძნობით. გუნდისადმი ერთგულებამ, უმაღლესმა საფეხბურთო ინტელექტმა, ასევე გამორჩეულმა პიროვნულმა თვისებებმა მას ფეხბურთის მოყვარულთა დამსახურებული აღიარება და განსაკუთრებული სიყვარული მოუპოვა.
იგი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგან, რომელსაც პატივს სცემდნენ სხვა კლუბების, მათ შორის „სპარტაკის“ პრინციპული მეტოქე გუნდების გულშემატკივრებიც.
„ის მართლაც დიდებული ფეხბურთელი იყო. როგორც ახლა ვიღებთ სიამოვნებას შავის და ინიესტას თამაშისგან, ჩერენკოვის თამაშისგანაც ასე ვიხიბლებოდით“ — თავის დროზე ასეთი შეფასება მისცა ალექსანდრე ჩივაძემ ფიოდორ ჩერენკოვის თამაშს.
თემატური საიტები |
---|
AFS · BigSoccer · Bombarder.Narod.ru · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams · RSSSF · Russian Football News დაარქივებული 2019-06-20 საიტზე Wayback Machine. · RusTeam.permian.ru · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net |
ვიდეო |
---|
YouTube |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.