ფერდინანდ I (არაგონი)
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ I (ესპ. Fernando I; დ. 27 ნოემბერი, 1380, მედინა-დელ-კამპო, კასტილია — გ. 2 აპრილი, 1416, იგუალადა, კატალონია) — არაგონის სამეფოს მეფე 1412-1416 წლებში და სიცილიის სამეფოს მეფე 1410-1416 წლებში. ხუან I-ისა დაელეონორა არაგონელის შვილი.
ფერდინანდ I | |
---|---|
Fernando I | |
ფერდინანდის კორონაცია. პრადო, მადრიდი | |
არაგონის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1412 |
მმართ. დასასრული: | 2 აპრილი, 1416 |
წინამორბედი: | მარტინი |
მემკვიდრე: | ალფონსო V |
სიცილიის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1410 |
მმართ. დასასრული: | 2 აპრილი, 1416 |
წინამორბედი: | მარტინ II |
მემკვიდრე: | ალფონსო I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 ნოემბერი, 1380 |
დაბ. ადგილი: | მედინა-დელ-კამპო, კასტილია |
გარდ. თარიღი: | 2 აპრილი, 1416 |
გარდ. ადგილი: | იგუალადა, კატალონია |
მეუღლე: | ელეანორ ალბუკერკე |
შვილები: |
ალფონსო, მარია, ხუანი, ენრიკე, ლეონორა,პედრო, სანჩო |
დინასტია: | ტრასტამარა |
მამა: | ხუან I |
დედა: | ელეონორა არაგონელი |
1406 წელს, როდესაც გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა ენრიკე III კასტილიელი, ფერდინანდს უარი უთხრეს კასტილიის მეფის თანამდებობის დაკავებაზე. კასტილიის მეფის ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ხუან II, რომლის რეგენტი გახდა დედამისი ეკატერინე ლანკასტერელი.
1410 წელს არაგონის მეფე მარტინი, ფერდინანდის ბიძა დედის მხრიდან, გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია. ფერდინანდი გახდა არაგონის მეფე. მისი ხანმოკლე მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ხელშეკრულების დადება ანტიპაპ ბენედიქტე XIII-სთან, რომლის ძალითაც დასრულდა 40-წლიანი დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში.
დაკრძალულია პობლეტის მონასტერში. ლორენცო ვალამ დაწერა მისი ოფიციალური ბიოგრაფია „Historiarum Ferdinandi regis Aragonum libri sex“ („ფერდინანდის, არაგონის მეფის საქმეების შესახებ“).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.