ფაზიელები, ასევე ფაზიანები ან ფასიანები (ბერძ. Φασιανοί Phasianoi; ლათ. Phasiani) — კოლხურ ტომთა ერთ-ერთი ქვეჯგუფი. ფაზიელები სახლობდნენ პონტოს აღმოსავლეთში. ბერძენი მეთაური ქსენოფონტი, რომელიც ანატოლიის გავლით შავ ზღვაზე ლაშქრობისას (ძვ. წ 401–400) მათ შეხვდა, მათ საცხოვრისს ათავსებს მდინარე ფაზისის პირას. ქსენოფონტის ფაზისი, არა ბერძნულ-რომაული მსოფლიოსთვის ცნობილი ამავე აღნიშვნის მქონე მდინარე რიონია, არამედ არაქსის სათავე, რომელიც დღეს აღმოსავლეთ თურქეთში მდებარეობს.[1] ბერძენი სარდლის ეპოქაში ფაზიელები აკონტროლებდნენ ვრცელ და ნაყოფიერ ველს, რომლის ჩრდილოეთშიც დღეს მთა „ჩილიღულ დაღი“ მდებარეობს.[1] მათ მეზობლად სხვა პროტო-ქართველური ტომები — ტაოხები, ხალიბები, სასპერები ცხოვრობდნენ.[2]

ხალხის სახელწოდებამ გაუძლო საუკუნეებს და გადარჩა. ის შემორჩა შემდგომი ეპოქის ქართულ ტოპონიმშიცბასიანი[3].

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.