From Wikipedia, the free encyclopedia
ფაეტონისნაირნი (ლათ. Phaethontiformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებს არსებული 1 ოჯახის (ფაეტონისებრნი) 1 გვარის (ფაეტონი) 3 სახეობას და აგრეთვე ამომწყდარ ოჯახს Prophaethontidae. ზოგიერთი ავტორის ცნობით ეს ოჯახები ვარხვისნაირთა რიგშია გაერთიანებული. გავრცელებულნი არიან წყნარი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეების სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში. მათი სხეულის სიგრძე 30—45 სმ, საჭის ბუმბულისა — 16 სმ აღწევს. აქვთ გრძელი, ვიწრო ფრთები, მოკლე ფეხები (მიწაზე ცუდად დადიან). ფერად თეთრ-მოვარდისფრო-მონარინჯისფროა, შავი ლაქები აყრია ან გარდიგარდმო ზოლები დასდევს; ბუდობენ კოლონიებად კუნძულებზე. დებენ 1 თეთრ კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 41—45 დღე-ღამე. იკვებებიან სხვადასხვა ზღვის ცხოველებით, მათ შორის თევზები, კალმარები და სხვ.[1]
ფაეტონისნაირნი | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წითელნისკარტა ფაეტონი (Phaethon aethereus) | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Phaethontiformes (Sharpe, 1891) | |||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.