From Wikipedia, the free encyclopedia
უტარადიტის პროვინცია (ტაი. อุตรดิตถ์) — ტაილანდის ერთ-ერთი ჩრდილოეთ პროვინცია (ჩანგვათი). მეზობელი პროვინციებია: ფიტსანულოკი, სუქოტაი, ფრე და ნანი. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ლაოსი. უტარადიტი მდებარეობს 488 კმ-ით ჩრდილოეთით ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკიდან და 238 კმ-ით სამხრეთით ჩიანგმაიდან.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
უტარადიტის პროვინცია ტაი. อุตรดิตถ์ | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Uttaradit | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Uttaradit, Tron, Tha Pla, Nam Pat, Fak Tha, Ban Khok, Phichai, Laplae და Thong Saen Khan | ||||
კოორდინატები | 17°37′47″ ჩ. გ. 100°05′48″ ა. გ. | ||||
ფართობი | 7,838.6 კმ² | ||||
მოსახლეობა | 460,400 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 59 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+7]] | ||||
სატელეფონო კოდი | +(66) 0 5541 1977 ან (+66) 0 5541 1537 | ||||
საფოსტო ინდექსი | 53 | ||||
ოფიციალური საიტი | uttaradit.go.th | ||||
უტარადიტის პროვინცია არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პროვინცია მთელი ტაილანდის ტერიტორიაზე მისი ბუნების გამო. მის ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ბრინჯის მინდორი, ჩაის პლანტაციები, უძველესი სალოცავები, ჩანჩქერები და მთის ნაკადულები.
უტარადიტი ნიშნავს "ჩრდილოეთის პორტს" ან "ჩრდილოეთის სადესანტოს". უტარადიტი ადრე იყო სავაჭრო ცენტრი მდინარე ნანზე.[1]
პროვინცია მდებარეობს მდინარე ნანის ხეობაში. დაახლოებით 45 კილომეტრში, ქალაქ უტარადიტის დედოფალი სირიქითის დამბისგან, რომელიც განთავსებულია 250 კმ²-იან ხელოვნურ ტბაზე. Phi Pan Nam Range-ის მთათა სისტემა გადის პროვინციის ჩრდილოეთიდან დასავლეთით.
პროვინცია ყველაზე მეტად დაფარულია ტექის ხით, რომელიც პროვინციის ძირითადი პროდუქტიც არის. აქ არის ნაპოვნი მსოფლიოში უდიდესი ტექის ხე.[2] 1500 წლის ხის ზომებია: გარშემოწერილობა - 9,87 მ და 37 მ სიმაღლეში. თავდაპირველად ხე იყო 48.5 მეტრი სიმაღლეში, მაგრამ ქარიშხალის დროს დაზიანდა.
კლიმატი ამ რეგიონში არ არის ცხელი, ქვეყნის სამხრეთან შედარებით. ზამთარში ტემპერატურა შეიძლება ჩამოვარდეს 10°C-მდე.
ამ რეგიონში ცხოვრობენ სხვადასხვა უძველესი ტომები, კერძოდ: Meo, Akha, Mon, Lisu, Lahu, Karen.
უტარადიტის პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 67 ქვეზონისგან (ტამბონ) და 562 სოფლისგან (მუბანი).
|
|
პროვინციის ყველაზე ცნობილი პარკია ფჰუსაიდო. კიდევ ერთი პარკია კლონგ ტრონი (Klong Tron)[3], რომლის ფართობია დაახლოებით 518 კმ² და მდებარეობს მთიანი რელიეფის მქონე ხეობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.