From Wikipedia, the free encyclopedia
ულუმპია ბატონიშვილი — ბაგრატ V-ის ასული მეორე მეუღლის, ანა კომნენოსისგან. გათხოვილი იყო სამეფოს ამირეჯიბზე, კახაბერ ჩიჯავაძეზე. შემორჩენილია მისი საბუთი (1399/1405), რომლითაც უკვე გარდაცვლილი მეუღლის მოსახსენებელ აღაპს ნიშნავს. დოკუმენტში ნათქვამია:
„ესე დაწერილი... [გ]კადრე... სუეტსა ღვთივ-აღმართებულსა... მე... დიდისა მეფეთ-მეფისა ბაგრატისა ასულმან და ყოველთა მეფეთა უწარჩინებულესისა მეფეთ-მეფისა გიორგის დამან ულუმპია და ჩემმან შვილმან საზუერელმან... შემოგწირეთ ჩიჯავაძის ამირეჯიბისა სულისა სააღაპოდ ხუედურეთს ბუკისძისეული მამული... და [თუ] თქვენ ქართლისა კათალიკოზმან ელიოზ კაცი დაასახლოთ ამას ბუკისძეულისა მამულსა ზედა, არავინ იყოს შემცილე, მეუნებლე მავნებელი და ყოვლისა საჩუენოისა საქმისა და საქუეყნოსა სათხოვარისაგან გამოსრული და განთავისუფლებული იყოს[1].“ |
ულუმპია ბატონიშვილს ჰყავდა ვაჟი, საზვერელ ჩიჯავაძე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღკვეცილა და სწორედ მაშინ უწოდებიათ მისთვის ულუმპია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.