From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები — უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები. უმაღლესი რადის გადაწყვეტილებით, გაიმართა 2019 წლის 31 მარტს.[1][2][3] სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი არჩევის წესით, ფარული კენჭისყრის საშუალებით აირჩევა 5 წლის ვადით. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, ხარჯების მოცულობა 1,95 მლრდ გრივნას შეადგენს (1,33 მლრდ — პირველი ტური, 618 მლნ — მეორე ტური).[4]
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იური ბოიკო
არჩევნები არ ჩატარდა |
საერთო ჯამში, საარჩევნო ბიულეტენზე წარმოდგენილი იყო 39 კანდიდატი.[5][6] 2019 წლის 9 თებერვლის მონაცემებით, რეგისტრაციის პერიოდის ამოწურვის შემდეგ 44 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული არჩევნებისათვის.[7] 7 მარტისათვის 5-მა კანდიდატმა უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე.[8] 7 მარტი იყო ბოლო დღე, როდესაც კანიდატებს შეეძლოთ უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე.[8] ერთ-ერთმა კანდიდატმა 16 მარტს თქვა უარი და იულია ტიმოშენკოს დაუჭირა მხარი, თუმცა წესების გამო იგი მაინც იყო წარმოდგენილი ბიულეტენზე.[9]
არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 34 544 993 ადამიანს.[10] ამომრჩეველთა დაახლოებით 12%-ს არ ჰქონდა საშუალება მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რადგან 2014 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმი არის ანექსირებული, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები — ოკუპირებული.[11][12]
არჩევნების მონიტორინგის მიზნით, საერთო ჯამში ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო 2 344 საერთაშორისო დამკვირვებელი 17 ქვეყნიდან და 19 ორგანიზაციიდან.[13][14] დამკვირვებელთა რანგი დარეგისტრირდა რეკორდული რაოდენობის უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა რიცხვიც 139-ს შეადგენდა.[15]
პირველი ტურის მონაცემებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ — 15,95%. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა,[16] სადაც ზელენსკიმ ხმების 73%-ზე მეტი მიიღო[17] და გახდა უკრაინის პრეზიდენტი. მან თანამდებობა ოფიციალურად 31 მაისს დაიკავა.
კანდიდატი | პარტია | პირველი ტური | მეორე ტური | |||
---|---|---|---|---|---|---|
ხმები | % | ხმები | % | |||
ვოლოდიმირ ზელენსკი | ხალხის მსახური | 5 714 034 | 30,24 | 13 438 410 | 73,23 | |
პეტრო პოროშენკო | დამოუკიდებელი | 3 014 609 | 15,95 | 4 486 638 | 24,45 | |
იულია ტიმოშენკო | ბატკივშჩინა | 2 532 452 | 13,40 | |||
იური ბოიკო | დამოუკიდებელი | 2 206 216 | 11,67 | |||
ანატოლი გრიცენკო | სამოქალაქო პოზიცია | 1 306 450 | 6,91 | |||
იგორ სმეშკო | დამოუკიდებელი | 1 141 332 | 6,04 | |||
ოლეგ ლიაშკო | ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია | 1 036 003 | 5,48 | |||
ალექსანდრე ვილკული | ოპოზიციური ბლოკი — მშვიდობისა და განვითარების პარტია | 784 274 | 4,15 | |||
რუსლან კოშულინსკი | „თავისუფლება“ | 307 244 | 1,62 | |||
იური ტიმოშენკო | დამოუკიდებელი | 117 693 | 0,62 | |||
ალექსანდრე შევჩენკო | უკროპ | 109 078 | 0,57 | |||
ვალენტინ ნალივაიჩენკო | საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანობა“ | 43 234 | 0,22 | |||
ოლგა ბოგომოლეცი | დამოუკიდებელი | 33 964 | 0,17 | |||
გენადი ბალაშოვი | 5.10 | 32 877 | 0,17 | |||
რომან ბესმერტნი | დამოუკიდებელი | 27 184 | 0,14 | |||
ვიქტორ ბონდარი | აღორძინება | 22 564 | 0,11 | |||
იულია ლიტვინენკო | დამოუკიდებელი | 20 042 | 0,10 | |||
იური დერევიანკო | ნება | 19 540 | 0,10 | |||
სერგეი ტარუტა | საფუძველი | 19 124 | 0,10 | |||
იგორ შევჩენკო | დამოუკიდებელი | 18 689 | 0,09 | |||
ინა ბოგოსლოვსკაია | დამოუკიდებელი | 18 668 | 0,09 | |||
იური კარმაზინი | დამოუკიდებელი | 15 964 | 0,08 | |||
ვლადიმერ პეტროვი | დამოუკიდებელი | 15 660 | 0,08 | |||
ვიტალი სკოციკი | დამოუკიდებელი | 15 126 | 0,08 | |||
სერგეი კაპლინი | სოციალ-დემოკრატიული პარტია | 14 542 | 0,07 | |||
ალექსანდრე მოროზი | ალექსანდრე მოროზის სოციალისტური პარტია | 13 169 | 0,06 | |||
ვიქტორ კრივენკო | უკრაინის სახალხო მოძრაობა | 9 243 | 0,04 | |||
ვასილი ჟურავლიოვი | „სტაბილურობა“ | 8 653 | 0,04 | |||
ილია კივა | უკრაინის სოციალისტური პარტია | 5 871 | 0,03 | |||
ანდრეი ნოვაკი | პატრიოტული პარტია | 5 587 | 0,02 | |||
ალექსანდრე ვაშჩენკო | დამოუკიდებელი | 5 571 | 0,02 | |||
ნიკოლოზ გაბერი | დამოუკიდებელი | 5 458 | 0,02 | |||
ალექსანდრე სოლოვიოვი | გონივრული ძალა | 5 351 | 0,02 | |||
რუსლან ვიგოვაროვი | დამოუკიდებელი | 5 234 | 0,02 | |||
ალექსანდრე დანილიუკი | დამოუკიდებელი | 4 675 | 0,02 | |||
ვიტალი კუპრი | დამოუკიდებელი | 4 509 | 0,02 | |||
არკადი კორნაცკი | დამოუკიდებელი | 4 494 | 0,02 | |||
სერგეი ნოსენკო | დამოუკიდებელი | 3 114 | 0,01 | |||
რომან ნასიროვი | დამოუკიდებელი | 2 579 | 0,01 | |||
გაბათილებული ბიულეტენები | 1,18 | – | ||||
სულ | 100 | |||||
ამომრჩეველთა აქტივობა | 18 893 864 | 63,5 | ||||
წყარო: უკრაინის ცესკო დაარქივებული 2019-04-01 საიტზე Wayback Machine. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.