![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/91/EuroUcrania.svg/langka-640px-EuroUcrania.svg.png&w=640&q=50)
უკრაინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე
From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინის დებიუტი 2003 წლის ევროვიზიაზე იყო. უკრაინის პირველი წარმომადგენლები ალექსანდრე პონომარიოვი იყო. სიმღერით „Hasta La Vista“ მან მე-12 ადგილი დაიკავა. შემდეგი წარმომადგენელი იყო რუსლანა სიმღერით "Wild Dances". ზუსტად ამ სიმღერამ მოუტანა გამარჯვება და უკრაინა გახდა დსთ-დან პირველი ქვეყანა, სადაც ჩატარდა ევროვიზია. 2005 წლის ევროვიზია კიევში ჩატარდა. ამ კონკურსში მასპინძელმა-ქვეყანამ მე-19, ყველაზე დაბალი უკრაინისთვის, დაიკავა. უკრაინის შემდეგი წარმომადგენელი ტინა კაროლი იყო. მან მე-7 ადგილი დაიკავა, და რადგან ათეულში შევიდა, უკრაინის 2007 წლის წარმომადგენელი ვერკა სერდუჩკა ავტომატურად ჩაირთო ფინალში. მან მე-2 ადგილი დაიკავა, მაგრამ მისმა ტიპაჟმა[1] და სიმღერა „Dancing Lasha Tumbai“ სიტყვებმა[2] დიდი სკანდალი ატეხეს ჯერ მის სამშობლოში, შემდეგ კი რუსეთში. 2008 წლეს უკრაინის წარმომადგენელად აირჩიეს ანი ლორაკი. მისი კანდიდატურა თვით ვიქტორ იუშენკოსა და იულია ტიმოშენკოს მოეწონა[3]. ანი ლორკმა მე-2 ადგილი მოუტანა, მაგრამ პოლიტიკოსებმაც კი დაადანაშაულეს ევროვიზიის ორგანიზატორებს რეზულატეტების გაყალბებაში[4]. მოსკოვში 2009 წლის ევროვიზიაზე უკრაინამ წარადგინა სვეტლანა ლობოდა სიმღერით „Be My Valentine“.
უკრაინა | |
---|---|
ტელეკომპანია | უეტ |
მონაწილეობის რაოდენობა | 7 |
დებიუტი | 2003 |
უმაღლესი შედეგი | მოგება: 2004 |
ყველაზე დაბალი რესულტატი | მე-19: 2005 |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/51/Ruslana_-_Wild_Dances.jpg/640px-Ruslana_-_Wild_Dances.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Ukraineeurovision2007.jpg/640px-Ukraineeurovision2007.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9c/Ani_Lorak_-_ESC_2008_final-2.jpg/640px-Ani_Lorak_-_ESC_2008_final-2.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/Svitlana_Loboda_on_the_ESC_2009.jpg/320px-Svitlana_Loboda_on_the_ESC_2009.jpg)