ინგლისელი ასტრონომი და ოპტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰერშელი (დ. 15 ნოემბერი, 1738 ჰანოვერი — გ. 25 აგვისტო, 1822 სლაუ) — ინგლისელი ასტრონომი და ოპტიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1781 წლიდან), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1789 წლიდან).
ჰერშელმა ოჯახში შეისწავლა უცხო ენები და მუსიკა. 1757 წელს გადასახლდა ინგლისში, სადაც ცნობილი მუსიკოსი გახდა. დამოუკიდებლად შეისწავლა ასტრონომია, დაამზადა ასობით სარკე ტელესკოპებისათვის. ასტრონომიული დაკვირვებები დაიწყო 1773 წელს.
უილიამმა აღმოაჩინა პლანეტა ურანი (1781), მისი ორი თანამგზავრი, მათი უკუმოძრაობა, სატურნის ორი თანამგზავრი. გაზომა სატურნისა და მისი რგოლების ბრუნვის პერიოდი, აღმოაჩინა მზის მოძრაობა სივრცეში და სხვა. 70-იან წლებში დაიწყო ვარსკვლავთა დათვლა ცის შერჩეულ არეებში, რის შედეგადაც შეაფასა გალაქტიკის ზომები და დაასკვნა სივრცეში მისი იზოლირებულება.
საფუძველი ჩაუყარა ვარსკვლავთა სტატირტპიკას. აღმოაჩინა ფიზიკურად ორჯერადი ვარსკვლავები, 2500-ზე მეტი ახალი ნისლეული და ვარსკვლავთა გროვა. წამოაყენა და 1802 — 11 წლებში განავითარა დიფუზიური მატერიის შეკუმშვით ვარსკვლავებისა და მათი სისტემების წარმოშობის კოსმოგონიური ჰიპოთეზა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.