From Wikipedia, the free encyclopedia
უილა საიბერტ ქეთერი, (ინგლ. Willa Sibert Cather) [18] (დ. 1873, 7 დეკემბერი [19], უინჩესტერი, ვირჯინია, აშშ — გ. 1947, 24 აპრილი, ნიუ-იორკი) [20] — ამერიკელი მწერალი ქალი, რომელმაც აღიარება მოიპოვა რომანების წერით. მისი ყველაზე ცნობილი რომანებია: „ო, პიონერებო!“, „ტოროლას გალობა“ და „ჩემი ანტონია“. 1923 წელს მიიღო პულიცერის პრემია რომანის, „ერთ-ერთი ჩვენგანის“ (1922) დაწერისთვის, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ვითარებას აღწერდა.
უილა საიბერტ ქეთერი დაიბადა 1873 წელს დედის მხრიდან ბებიის ფერმაში, უინჩესტერთან ახლოს, ვირჯინიის შტატში. მისი მამა იყო ჩარლზ ფექტიგ ქეთერი. ქეთერების ოჯახი ამ მიწაზე ექვსი თაობის განმავლობაში ცხოვრობდა. ქეთერის წინაპრები ამერიკაში უელსიდან ჩავიდნენ. მათი გვარი წარმოიშვა უელსის ერთ-ერთი მთის დასახელებისგან, რომელიც გუინედის ოლქში მდებარეობს. უილა ქეთერის დედა იყო მერი ვირჯინია ბოუკი, ყოფილი სკოლის პედაგოგი. უილას ექვსი და-ძმა ჰყავდა.
1896 წელს ქეთერი გადასახლა პიტსბურგში, სადაც ხელი მოაწერა კონტრაქტს „Home Monthly“-სთან, ქალების ჟურნალთან [21], რომელიც შეიქმნა „Ladie's Home Journal“-ის საფუძველზე. ერთი წლის შემდეგ ის გახდა „Pittsburgh Leader“-ის რედაქტორი და კრიტიკოსი. ამავდროულად აქვეყნებდა ლექსებსა და მოკლე მოთხრობებს ადგილობრივ გამომცემლობაში „The Library“ [22]. ასევე ქეთერი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ცენტრალურ სკოლაში, ლათინურის, ალგებრის და ზოგად ლიტერატურულ კომპოზიციების მასწავლებლად, ხოლო შემდგომ გადავიდა ალეგეინის სკოლაში, სადაც დააფუძნა ინგლისური ენის განყოფილება და ასწავლიდა ლათინურსა და ინგლისურს.
1906 წელს ქეთერი გადავიდა საცხოვრელად ნიუ-იორკში, სადაც დაინიშნა რედაქტორის თანამდებობაზე „McClure’s Magazine“-ში. ეს ჟურნალი იყო დაკავშირებული იმ გამომცემლობასთან, რომელიც „ტროლების ბაღს“ აქვეყნებდა.
McClure's-მა რამდენიმე ნაწილის სახით გამოუშვა ქეთერის პირველი რომანი, „ალექსანდრეს ხიდი“ (1912). კრიტიკოსების უმეტესობამ დადებითად მიიღო ეს ნაწარმოები. „The New York Times“-მა მოიწონა „დრამატული სიტუაციები და გონივრული დიალოგები“, ხოლო The Atlantic-მა ინოვაციურად და ნიჭიერად შეაფასა ნამუშევარი [23].
პირველი რომანის შემდეგ დაიწერა ნოველის ტრილოგია: „ო, პიონერებო!“ (1913), „ტოროლას გალობა“ (1915) და „ჩემი ანტონია“ (1918). ეს ნაწარმოებიც საკმაოდ პოპულარული გახდა მკითხველებში და კრიტიკოსებსაც მოსწონდათ. ნაწარმოების უბრალო, ხალხისთვის გასაგები ლექსიკით დაწერილი ტექსტისთვის ქეთერმა ჰენრი მენკენის დადებითი შეფასება. სინკლერ ლუისი პატივს სცემდა მის შემოქმედებას, რადგან, მისი აზრით, უილა საუკეთესოდ აცნობდა ხალხს ინფორმაციას ნებრასკას შესახებ [24].
1890-იანი წლების დასაწყისში, ნებრასკის უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდში, ქეთერი ზოგჯერ იყენებდა მამაკაცურ მეტსახელს „უილიამს“ და ატარებდა მამაკაცურ ტანსაცმელს. [25] ნებრასკის უნივერსიტეტის არქივში განთავსებულ ფოტოსურათზე გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ქეთერი, მოკლედ შეჭრილი თმებით მაშინ, როცა იმ დროს ქალების უმეტესობა გრძელ თმას ატარებდა.
ქეთერს თავისი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში, ყველაზე დიდი მეგობრობა ქალებთან ჰქონდა. მათ სიაში შედიან: კოლეჯის მეგობარი ლუიზა პუნდი; იზაბელა მაკკუნგი პიტსბურგიდან, რომელთან ერთადაც ქეთერი მოგზაურობდა ევროპაში და რომლის სახლშიც, ტორონტოში, იმყოფებოდა გახანგრძლივებული ვიზიტებით; [26] ოპერის მომღერალი ოლივია ფრემშტადი; პიანისტი იალტა მენჰინი; [27] განსაკუთრებით კი აღსანიშნავია რედაქტორი ედიტ ლუისი, რომელთანაც ქეთერი ცხოვრობდა თავისი ცხოვრების ბოლო 39 წლის განმავლობაში.
ქეთერის ურთიერთობა ლუისთან დაიწყო 1900-იანი წლების დასაწყისში. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ნიუ–იორკში 1908 წლიდან, მწერლის გარდაცვალებამდე 1947 წელს.
ქეთერი უაღრესად ჩაკეტილი ხასიათის მქონე პიროვნება იყო. იგი წლების განმავლობაში ძველ წიგნებს და წერილებს. თუმცა, მეცნიერები მაინც ახერხებენ მისი ციტატების მოყვანას, რადგან 2013 წლის აპრილში გამოქვეყნდა მისი იმ რჩეული წერილების 566 ნაწილიანი კრებული, რომელიც ქეთერმა მეგობრებს, ოჯახს და იმ ლიტერატურულ ნაცნობებს დაწერა, როგორებიც არიან: ტორნტონ უაილდერი და ფ. სკოტ ფიცჯერალდი.
1947 წლის 24 აპრილს ქეთერი გარდაიცვალა თავის ტვინის სისხლდენის შედეგად 73 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, მანჰეტენში. დაკრძალეს ნიუ-ჰემფშირში. [28]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.