![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/57/Wanaka_from_mt_roy.jpg/640px-Wanaka_from_mt_roy.jpg&w=640&q=50)
უანაკა
From Wikipedia, the free encyclopedia
უანაკა (ინგლ. Lake Wanaka) — ტბა ახალ ზელანდიაში, ოტაგოს რეგიონში, სამხრეთ კუნძულზე, ზღვის დონიდან 300 მეტრზე. 192 კმ² ფართობით იგი მეოთხე უდიდესი ტბაა ახალ ზელანდიაში.[1] სიღრმე დაახლოებით 300 მეტრია. ტბის ნაპირზე გაშენებულია თავისივე სახელწოდების ქალაქი უანაკა.
სწრაფი ფაქტები უანაკას ტბა ...
უანაკას ტბა | |
---|---|
Lake Wanaka | |
![]() | |
კოორდინატები: 44°30′ ს. გ. 169°08′ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 300 მ |
სიგრძე | 42 კმ |
სიგანე | 10 კმ |
ფართობი | 192 კმ² |
საშუალო სიღრმე | 300 მ |
გამომდინარე მდინარე | კლუთა |
დახურვა
უანაკა მდებარეობს ოტაგოს ტბების შუაგულში, სამხრეთ კუნძულის ქვედა ნაწილში. აღმოსავლეთ ნაპირთან რელიეფი მთიანია, მაგრამ მწვერვალები საკმაოდ დაბალია. დასავლეთ ნაპირთან კი აღმართულია ზღვის დონიდან 2 000 მეტრიანი მწვერვალები.