უაიკატოს რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
უაიკატო (ინგლ. Waikato) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულის ზემო ნაწილში. მოიცავს უაიკატოს, ჰაურაკის ვაკეებს, კორომანდელის ნახევარკუნძულს, ტაუპოს რაიონის დიდ ნაწილსა და როტორუის რაიონს.[1] იმართება უაიკატოს რეგიონული საბჭოს მიერ.
რეგიონი | |
---|---|
უაიკატოს რეგიონი ინგლ. Waikato | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | ჰამილტონი |
შიდა დაყოფა | Thames-Coromandel District, Hauraki District, Waikato District, Matamata-Piako District, Hamilton City, Waipa District, Ōtorohanga District, South Waikato District, Waitomo District, Taupo District და Rotorua District |
კოორდინატები | 37°30′00″ ს. გ. 175°20′00″ ა. გ. |
მმართველი | Alan Livingston |
ფართობი | 25 598 კმ² |
მოსახლეობა | 403 638 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | waikatoregion.govt.nz |
გადაჭიმულია კორომანდელის ნახევარკუნძულიდან (ჩრდილოეთით) სამხრეთით, რუაპეჰუს მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებისაკენ. ვრცელდება ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპირომდე. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი განფენილია მდინარე უაიკატოს აუზში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ოკლენდის რეგიონი, აღმოსავლეთით — პლენტის ყურე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰოკს-ბეის რეგიონი, სამხრეთით კი მანავატუ-უანგანუისა და ტარანაკის რეგიონები. როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით უაიკატო ქვეყნის სიდიდით მეოთხე რეგიონია.[2] ფართობი 25 598 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა 403 638 ადამიანს (2013).
სახელწოდება მომდინარეობს მდინარე უაიკატოსგან, რაც მაორის ენაზე „მიმდინარე წყალს“ ნიშნავს.[3]
უმსხვილესი ქალაქია ჰამილტონი, 206 400 მოსახლით. აქ ფუნქციონირებს უაიკატოს უნივერსიტეტი.