From Wikipedia, the free encyclopedia
ტუტუილა (ინგლ. Tutuila) — ამერიკის სამოას ყველაზე დიდი და მთავარი კუნძული. სამოას არქიპელაგის სიდიდით მესამე კუნძული.
მშობ. სახელი: ინგლ. Tutuila | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14.295° ს. გ. 170.70° დ. გ. |
ფართობი | 142,3 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 653 მ |
ამერიკის სამოა | |
ოლქი | აღმოსავლეთის ოლქი, დასავლეთის ოლქი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 53 943 (2010) |
სიმჭიდროვე | 379,079 ად. /კმ² |
კუნძულ ტუტუილას ფართობი შეადგენს 142,3 კმ²-ს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი — მატაფაოს პიკი (653 მეტრი). კუნძულის აღმოსავლეთი სანაპირო გორაკებიანია, სამხრეთი — ვაკეებიანი. აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული აუნუუ.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში კუნძულს ერქვა მაოუნა.
კუნძული 1722 წელს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა იაკობ როგევენმა. 1768 წელს კუნძულის გვერდით გაცურა ფრანგმა ზღვაოსანმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა, მაგრამ იგი კუნძულთან არ შეჩერებულა.
1787 წელს კუნძულზე აბორიგენებთან წარმოქმნილი კონფლიქტის დროს 12 მატროსთან ერთად მოკლეს ფრანგი ზღვაოსანი ფლერიო დე ლანგლი, ჟან-ფრანსუა ლაპერუზის მსოფლიოს გარშემო ექსპედიციის მეორე გემის — ფრეგატ «ასტროლაბიას» კაპიტანი. ამ დროიდან მაოუნას მოსახლეობა მოგზაურებისგან იძენს მეომარი კანიბალების სახელს.
XIX საუკუნის დასაწყისში სამოას საზოგადოება იმყოფებოდა პირველყოფილი-თემური წყობის დაშლის სტადიაში. ატუას რაიონის ბელადები, რომელშიც ასევე შედიოდა კუნძული მაოუნა, მტრობდნენ არქიპელაგის დანარჩენი სამი რაიონის ბელადებთან.
1824 წელს მაოუნას ეწვია ოტო კოცებუს რუსული მსოფლიოს გარშემო ექსპედიცია, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ადგილობრივ მოსახლეობასთან დაემყარებინა სავაჭრო ურთიერთობა. თავის ჩანაწერებში კოცებუ აღნიშნავს აბორიგენთა უკიდურეს აგრესიულობას, რომელიც არქიპელაგის სხვა კუნძულების მოსახლეობისათვის არ იყო დამახასიათებელი.
კუნძულზე ევროპელთა მუდმივი დასახლებები 1830 წელს დააფუძნეს ინგლისელმა მისიონერებმა.
კუნძული მართვაში გადაეცა აშშ-ს 1900 წელს.
2010 წელს კუნძულ ტუტუილას მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 53 943 ადამიანი[1]. კუნძულზე მდებარეობს ამერიკის სამოას დედაქალაქი — პაგო-პაგო. მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია კოპრის წარმოებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.