From Wikipedia, the free encyclopedia
ტურიზმი ჩრდილოეთ კორეაში — სფერო, რომელსაც მკაცრად აკონტროლებს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა. მთლიან ტურისტულ სისტემას მართავს სახელმწიფო ბიურო. [1] ყოველწლიურად 4000-დან 6000-მდე დასავლელი ტურისტი სტუმრობს ჩრდილოეთ კორეას .
ისტორიულად მკაცრად კონტროლდებოდა ურთიერთობა უცხოელ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. [2] 2013 წლის იანვრის მონაცემებით, უცხოელებს შეუძლიათ შეიძინონ სიმ ბარათები ფხენიანის აეროპორტში, [3] რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ზარის ხელმისაწვდომობას. [4]
შვედეთის დიპლომატიური მისია ჩრდილოეთ კორეაში ხაზს უსვამს, რომ ჩრდილოეთ კორეის ერის, მისი ლიდერების და მისი სიმბოლოების მიმართ უპატივცემულობამ, როგორიცაა ეროვნული დროშა, მათი ლიდერების პორტრეტები, პროპაგანდისტული პლაკატები და ა.შ., შეიძლება გამოიწვიოს თავისუფლების აღკვეთა. [5]
2017 წლის 1 სექტემბრიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აკრძალა ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებისთვის აშშ–ს პასპორტების გამოყენება (გარდა სპეციალური ვალიდაციისა), მათი მტკიცებით, აშშ–ს მოქალაქეები ექვემდებარებიან დაპატიმრებას და ემუქრებათ გრძელვადიანი პატიმრობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც არ არის დაკავების მიზეზი შეერთებულ შტატებში ან სხვა ქვეყნებში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიიღო შეტყობინება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების შესახებ, რომ ბრალდების გარეშე დააკავეს აშშ-ს მოქალაქეები და არ გაუშვეს ქვეყნიდან. [6] ჩრდილოეთ კორეამ დააკავა აშშ-ს მოქალაქეები, რომლებიც ორგანიზებული ტურების მონაწილეები იყვნენ. [7] 2017 წლის 1 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა სამოგზაურო გაფრთხილება შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის, გააფრთხილა სტუმრები ჩრდილოეთ კორეაში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.
სავარაუდო სიები
ტურისტებმა უნდა იმოგზაურონ ექსკურსიებით. 2011 წლის ივნისისათვის ჩინეთის ჩრდილოეთ საზღვარი გაიხსნა და ჩინეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი მანქანებით გადაადგილება ლუოსკენ, ჩრდილოეთ კორეის პატარა დასახლება ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის რეგიონში, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ დაათვალიერონ და გადაიღონ ფოტოები. ეს განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი ამ რეგიონში გაფართოებული ტურიზმისა და განვითარებისკენ. 2013 წლის დეკემბრიდან ჩრდილოეთ კორეამ დაიწყო ტურისტების მიღება ზამთრის სეზონზე.
ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ თვითმფრინავით ფხენიანისკენ, პეკინიდან, შენიანიდან და შანხაიდან..
დასავლელებისთვის კერძო ტუროპერატორების მიერ ორგანიზებული მცირე რაოდენობის ექსკურსიები არსებობს, რომლებიც ეხმარებიან დაინტერესებულ პირებს ჩრდილოეთ კორეაში შესვლაში. [8]
2016 წელს ამერიკული კოლეჯის სტუდენტი ოტო უორმბირი დააპატიმრეს და მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმის გამო, რომ მან, სავარაუდოდ, ფხენიანის სასტუმროში კედლიდან პროპაგანდისტული პლაკატი ჩაამოიღო. მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს და კომაში მყოფი დაბრუნდა აშშ-ში, ოტო უორმბირი გარდაიცვალა 2017 წლის 19 ივნისს.
2002 წელს კუმგანის მთის მიმდებარე ტერიტორია, სამხრეთ კორეის საზღვართან ახლოს მდებარე მთა, ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა. კერძო კომპანიების მიერ ჩატარებულმა ტურებმა ყოველწლიურად ათასობით სამხრეთ კორეელი მიიყვანა კიმგანის მთაზე. [9] ტურები შეჩერდა 2008 წლის ბოლოს სამხრეთ კორეელი ტურისტის დახვრეტის გამო. [10]
2010 წლის აპრილში პირველი ტურისტული მატარებლებით ჩავიდნენ სტუმრები ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში ოთხდღიანი ტურით. [11]
2011 წლის ივნისში ჩინეთის მოქალაქეებს ნება დართეს დამოუკიდებელი ტურებით ჩასულიყვნენ ჩრდილოეთ კორეაში. [12]
2016 წელს ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ჩინელ ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში დარჩენის ნება დართო. [13]
თეორიულად ნებადართულია ნებისმიერი პირის გამგზავრება ჩრდილოეთ კორეაში. მხოლოდ სამხრეთ კორეელებსა და ჟურნალისტებს რუტინულად უარს ეუბნებიან, თუმცა ჟურნალისტებისთვის გამონაკლისებიც არსებობდა. მაგალითად, ხორვატ ჟურნალისტებს სპეციალური წვდომა ჰქონდათ 2012 წლის ივნისში, თუმცა მათ ტელეფონები ჩამოართვეს და უკან დაბრუნებისას დაუბრუნეს და მათ სპეციალური მეგზური ჰყავდათ.
მხოლოდ სინგაპურისა და მალაიზიის მოქალაქეებს მიეცათ ჩრდილოეთ კორეაში ნორმალური პასპორტით შესვლის უფლება ვიზის გარეშე, თუმცა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეღავათები გაუქმდა 2017 წლის თებერვალში. [14] [15]
|journal=
-ს (დახმარება)Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.