From Wikipedia, the free encyclopedia
ტუზლა (ბოსნ. Tuzla) — ქალაქი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ტუზლის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის მესამე ქალაქი, სარაევოსა და ბანია-ლუკას შემდეგ და მეორე ქალაქი სერბთა რესპუბლიკის გამოკლებით, სარაევოს შემდეგ. ტუზლა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოსნნიის კულტურული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური,სამედიცინო და ტურისტული ცენტრია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტუზლა Tuzla | |||||
| |||||
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ||||
გაერთიანება | ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია | ||||
კოორდინატები | 44°32′00″ ჩ. გ. 18°41′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | იასმინ იმამოვიჩი | ||||
პირველი ხსენება | 950 | ||||
ფართობი | 294 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 245 მ | ||||
მოსახლეობა | 80 570 კაცი (2013) | ||||
აგლომერაცია | 120 441 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +387 35 | ||||
საფოსტო ინდექსი | 75000 | ||||
ოფიციალური საიტი | https://grad.tuzla.ba/ | ||||
ქალაქის ისტორია სათავეს მეცხრე საუკუნიდან იღებს, თანამედროვე ქალაქი 1510 წლიდან იწყებს ჩამოყალიბებას, როდესაც ის ოსმალეთის იმპერიიის მნიშვნელოვანი საგარნიზონე ქალაქი გახდა. ტუზლაში, ქალაქის პარკში, მდებარეობს ევროპაში ერთადერთი მარილიანი ტბა, რომლის სანახავადაც წელიწადში დაახლოებით 100 000 ტურისტი ჩადის.
ტუზლაში დაიბადა ცნობილი ბოსნიელი მწერალი მეშა სელიმოვიჩი.
სიტყვა ტუზლა (Tuzla) ოსმალური წარმოშობისაა და მარილს ნიშნავს, ქალაქი მდიდარია მარილის საბადოებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.