![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1c/12_%25E1%2583%2592%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1%25E1%2583%25AE%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598_%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%2599%25E1%2583%2590%25E1%2583%25AA%25E1%2583%2598_%2528%25E1%2583%25A0%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A1%25E1%2583%2597%25E1%2583%2590%25E1%2583%2595%25E1%2583%2594%25E1%2583%259A%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1_%25E1%2583%2597%25E1%2583%2594%25E1%2583%2590%25E1%2583%25A2%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%252C_2018%2529.jpg/640px-12_%25E1%2583%2592%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1%25E1%2583%25AE%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598_%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%2599%25E1%2583%2590%25E1%2583%25AA%25E1%2583%2598_%2528%25E1%2583%25A0%25E1%2583%25A3%25E1%2583%25A1%25E1%2583%2597%25E1%2583%2590%25E1%2583%2595%25E1%2583%2594%25E1%2583%259A%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1_%25E1%2583%2597%25E1%2583%2594%25E1%2583%2590%25E1%2583%25A2%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%252C_2018%2529.jpg&w=640&q=50)
ტრისტან სარალიძე
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრისტან სარალიძე (დ. 5 მაისი, 1955 ― გ. 27 მაისი, 2024[1]) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.
სწრაფი ფაქტები ტრისტან სარალიძე, დაბადების თარიღი ...
ტრისტან სარალიძე | |
---|---|
![]() ტრისტან სარალიძე სპექტაკლში „12 განრისხებული მამაკაცი“, რუსთაველის თეატრი, 2017 | |
დაბადების თარიღი |
5 მაისი, 1955 ახალდაბა, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
27 მაისი, 2024 (69 წლის) თურქეთი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
დახურვა
დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში.[2] 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში.რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 2010 წელს მიენიჭა ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.