ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი ქუთაისში / From Wikipedia, the free encyclopedia
„ტორპედო“ — საფეხბურთო კლუბი ქალაქ ქუთაისიდან. დაარსდა 1946 წელს. პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. 1949 წელს გახდა საქართველოსა საბჭოთა ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი, ასევე არის ეროვნული ლიგის 4 გზის ოქროსა (2000, 2001, 2002, 2017) და სამგზის ვერცხლის (1999, 2003, 2005) პრიზიორი. ხუთჯერ გახდა საქართველოს თასის (1999, 2001, 2016, 2018, 2022) და ერთხელ საქართველოს სუპერთასის მფლობელი 2018 წელს. დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან „ტორპედო“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, მხოლოდ სამი სეზონით მოხდა მისი დაქვეითება პირველ ლიგაში (2007–08, 2008–09, 2009–10), 2010 წლიდან ისევ აღზევდა უმაღლეს ლიგაში, სადაც დღემდე ასპარეზობს. საშინაო მატჩებს ატარებს რამაზ შენგელიას სტადიონზე, რომელიც 14 700 მაყურებელს იტევს.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი | |||
---|---|---|---|---|
დაარსდა | 1946; 78 წლის წინ (1946) | |||
სტადიონი |
რამაზ შენგელიას სტადიონი, ქუთაისი, საქართველო (ტევადობა: 14,700) | |||
პრეზიდენტი | დავით კერესელიძე | |||
მწვრთნელი | სტივ კინი | |||
კაპიტანი | მერაბ გიგაური | |||
ლიგა | ეროვნული ლიგა | |||
2023 | მე-3 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
თავის დროზე „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რევაზ ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1970), ანზორ კავაზაშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1967), ნოდარ ხიზანიშვილი (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მურთაზ ხურცილავა (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1962, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1969), სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია (საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), მანუჩარ მაჩაიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1970), გივი ნოდია (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1966, საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1972), თენგიზ სულაქველიძე (საბჭოთა კავშირის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატი 1980, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი 1981), გურამ ცხოვრებოვი, რამაზ ურუშაძე (საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1961).