ტომსკი (რუს. Томск) — ქალაქი რუსეთში. ტომსკის ოლქისა და ტომსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დასავლეთ ციმბირის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტომის ნაპირზე.

ტომსკი არის ციმბირში უძველესი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციური ცენტრი. ქალაქში არის ცხრა უმაღლესი სასწავლებელი, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და ექვსი ბიზნეს-ინკუბატორი. არის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ქალაქების ასოციაციის წევრი.

ქალაქი მდიდარია XVIII-XX საუკუნეების ხისა და ქვის არქიტექტურული ძეგლებით.

ქალაქში ცხოვრობს 574 002 ადამიანი. ტომსკი ქალაქ-თანამგზავრ სევრსკთან ერთად ქმნის საქალაქო აგლომერაციას, რომლის მოსახლეობის რაოდენობაა 728 000 ადამიანი.

გეოგრაფია

ტომსკი მდებარეობს დასავლეთ ციმბირის დაბლობის საზღვარზე, მდინარე ტომის მარჯვენა სანაპიროზე, 50 კილომეტრში მდინარის ობთან შესართავიდან. ქალაქი მდებარეობს ტაიგის ზონაში. მოსკოვიდან დაშორებულია 3 500 კილომეტრით.

ისტორია

1604 წლის 20 იანვარს ბორის გოდუნოვის სამეფო კარს ეწვია ეუშტინების თათარი თავადის ელჩობა, რომელმაც თხოვა რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა და მდინარე ტომზე ციხესიმაგრის დაარსება რათა ეუშტინელები დაეცვათ ენისეის ყირგიზებისა და ყალმუხების თავდასხმებისაგან. მართლაც 1604 წლის 7 ოქტომბრისათვის ყველა სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

ადმინისტრაციული მოწყობა

რუსეთის ოლქების ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის მიხედვით ტომსკი არის საოლქო დაქვემდებარების ქალაქი. იყოფა ოთხ რაიონად (კიროვის, ლენინის, ოქტომბრისა და საბჭოთა).

ღირსშესანიშნაობები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.