From Wikipedia, the free encyclopedia
ტოლიატი (რუს. Тольятти, 1964 წლამდე — სტავროპოლი, ბერძ. Σταυρούπολη — „ჯვრის ქალაქი“; გვხვდება ქალაქის არაოფიციალური დასახელებაც: სტავროპოლი მდინარე ვოლგაზე ან ვოლგის სტავროპოლი) — ქალაქი სამარის ოლქში, რუსეთი, სტავროპოლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, შედის სამარა-ტოლიატის აგლომერაციის შემადგენლობაში.[4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტოლიატი Тольятти | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | სამარა | ||||
შიდა დაყოფა | 3 რაიონი | ||||
კოორდინატები | 53°31′00″ ჩ. გ. 49°25′00″ ა. გ. | ||||
მერი | სერგეი ანდრეევი | ||||
დაარსდა | 20 ივნისი, 1737 | ||||
ადრეული სახელები | 1964 წლამდე — სტავროპოლი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1780 | ||||
ფართობი | 314,79[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 90 მ | ||||
ოფიციალური ენა | რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 719 600[2] კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 2286 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
რუსები — 86,1% თათრები — 4,1% უკრაინელები — 2,1 % მორდვინები — 1,8% ჩუვაშები — 1,6% სხვა — 4,3% [3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 8482 | ||||
საფოსტო ინდექსი | 445xxx | ||||
ოფიციალური საიტი | portal.tgl.ru | ||||
ქალაქი მდებარეობს მდინარე ვოლგის მარცხენა ნაპირზე. 2012 წლის მონაცემებით ტოლიატის საქალაქო ოკრუგის მოსახლეობა 719 600 ადამიანს შეადგენდა.[1] ამ მონაცემებით, ტოლიატი რუსეთის უდიდესი ქალაქია, თუ არ ჩავთვლით ფედერაციის სუბიექტების დედაქალაქებს.
ტოლიატი დააარსა ვასილი ტატიშჩევმა 1737 წელს, როგორც ქალაქი-ციხესიმაგრე, მომთაბარეებისა და ნათელღებული კალმიკებისგან თავდასაცავად. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი იყო, როგორც კლიმატური კურორტი და კუმისით მკურნალობის ადგილი.[5] 1953-1955 წლებში ქალაქი შედარებით მაღლობ ტერიტორიაზე გადაიტანეს, რადგან კუიბიშევის წყალსაცავის შექმნის შემდეგ ძველი ქალაქი დაიტბორა. 1964 წლიდან ქალაქი იტალიელი კომუნისტის პალმირო ტოლიატის სახელს ატარებს. 1970-იან წლებში ქალაქის მოსახლეობამ მკვეთრი მატება დაიწყო, რაც დაკავშირებული იყო კომპანია „ავტოვაზის“ მშენებლობასთან, რომელიც დღესაც მნიშვნელოვან საწარმოს წარმოადგენს.
ქალაქი საავტომობილო და ქიმიური მრეწველობის, ასევე სარკინიგზო, სამდინარო და საავტომობილო ტრანსპორტის ცენტრს წარმოადგენს. უახლოესი აეროპორტი კურუმოჩია. ქალაქი, მდინარე ვოლგის გასწვრივ დაახლოებით 30 კილომეტრზეა გაშენებული და 3 რაიონისგან შედგება: ავტოზავოდსკის, ცენტრალური და კომსომოლსკის რაიონები. ქალაქში მოტოსპორტისთვის ხელსაყრელი პირობებია, ყოველწლიურად ქალაქში გამართულ მოტო-შოუებზე მთელი რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან ჩადიან ხალხი.
ტოლიატში ხუთი უმაღლესი სასწავლებელია, მათ შორის უძველესი ტოლიატის სახელმწიფო უნივერსიტეტია; მოქმედებს რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ასევე მრავალი მუზეუმი, თეატრი, ქალაქის სიმფონიური ორკესტრი, ფილარმონია. ქალაქის დღე აღინიშნება ზაფხულის პირველ შაბათ-კვირას. ქალაქის შემოგარენში ყოველწლიურად ტარდება ვალერი გრუშინის სიმღერების ფესტივალი, სადაც რამდენიმე ათასი მონაწილე იკრიბება. ტოლიატი ორგანიზაცია „Rotary International“-ის წევრია.
პარტნიორი ქალაქები[6]:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.