ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი (იაპონ. 東京工業大学, არაფორმალურად ტოკიო ტექი, ტოკადაი) ― ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი დიდი ტოკიოს ტერიტორიაზე, იაპონიაში. ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა იაპონიაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ერთ-ერთია ხუთ ეროვნულ უნივერსიტეტს შორის და იაპონიის მთავრობის მიერ ტოპ გლობალური საუნივერსიტეტო პროექტისთვისაა შერჩეული. მიიჩნევა იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად.
国立大学法人東京工業大学[1] | |
---|---|
დაფუძნდა | 1881 |
ტიპი | university in postwar Japan, კვლევითი ინსტიტუტი, ტექნოლოგიის ინსტიტუტი და academic publisher |
თავმჯდომარე | Kazuya Masu[2] |
სტუდენტი | 10 357[3] |
მისამართი | 東京都目黒区大岡山2丁目12-1 |
ქვეყანა | იაპონია |
ფერები | royal blue |
კავშირები | ORCID[4] [5] და Open Education Global[6] |
https://www.titech.ac.jp/ |
ინსტიტუტის მთავარი კამპუსი ოოკაიამაზე, მეგუროსა და ოტის საზღვარზე მდებარეობს. მთავარი შესასვლელი ოოკაიამის სადგურიდანაა. სხვა კამპუსები მდებარეობს სუძუკაკედაისა და ტამაჩიში. ინსტიტუტს ექვსი სკოლა აქვს, რომლებიც 40 დეპარტამენტსა და კვლევით ცენტრებს მოიცავს.[7]2015-2016 სასწავლო წელს ინსტიტუტში 4 734 ბაკალავრი და 1464 მაგისტრი და დოქტორანტი სწავლობდა.[8] ინსტიტუტში 1 100 ადამიანია დასაქმებული. ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი დაამთავრა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰიდეკი შირაკავამ.