From Wikipedia, the free encyclopedia
ტკეჩადობა — მინერალის გახლეჩის უნარი ამა თუ იმ მიმართულებით, რომლის შემდეგ მინარალზე წარმოიქმნება ბრტყელი ზედაპირები. ტკეჩადობის სიბრტყე კრისტალური სტრუქტურის ყველაზე მჭიდრო ბადეების პარალელურია, ვინაიდან ქიმიური ბმის ძალები ასეთ ბადეებს შორის ყველაზე სუსტია. ტკეჩადობის სიბრტყის ორიენტაციაზე გავლენას ახდენს აგრეთვე ქიმიური ბმის ტიპიც (მაგ. ალმასისა და სფალერიტის სტრუქტურები მსგავსია, მაგრამ მათი ტკეჩადობის მიმართულება განსხვავდება იმის გამო, რომ ალმასში გვაქვს ბმის კოვალენტური ტიპი, სფალერიტში - კი ნაწილობრივი იონური).
მინერალოგიაში განასხვავებენ ტკეჩადობის 5 სახეს: ფრიად სრულს (მაგ. ქარსები, ქლორიტები), სრულს (მაგ. გალენიტი, კალციტი), საშუალოს (მაგ. მინდვრის შპატები), არასრულს (მაგ. აპატიტი, კასიტერიტი) და ფრიად არასრულს (მაგ. კორუნდი, ოქრო). ტკეჩადობა მინერალთა ერთ-ერთი დიაგნოსტიკური თვისებაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.