From Wikipedia, the free encyclopedia
ტკბილი ნოემბერი (ინგლ. Sweet November) — 2001 წლის რომანტიკული მელოდრამა, კიანუ რივზისა და შარლიზ ტერონის მონაწილეობით. ფილმი ეფუძნება ძველ ვერსიას, რომელიც 1968 წელს არის გადაღებული. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ჟოლო 2001-ზე, როგორც „ყველაზე ცუდი გადამუშავებული ვერსია, ან გაგრძელება“, რივზი და ტერონი კი შესაბამისად — ყველაზე ცუდ შემსრულებლებად.
„ტკბილი ნოემბერი“ | |
---|---|
რეჟისორი | პიტ ო’კონორი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
როლებში |
|
კომპოზიტორი | კრისტოფერ იანგი |
ოპერატორი | ედვარდ ლაჩმენი |
მწარმოებელი კომპანია | Bel Air Entertainment |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
ხანგრძლივობა | 119 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ბიუჯეტი | 40 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 65.8 მილიონი აშშ დოლარი |
ნელსონ მოსი (კიანუ რივზი) — ტიპური ბიზნესმენი, რომელიც პირად ცხოვრებას მსხვერპლად სწირავს კარიერას. იგი ხვდება სარას (შარლიზ სტერონი), რომელიც არ ჰგავს ყველა იმ ქალს, ვინც კი მანამდე შეხვედრია. მათი შემთხვევითი ნაცნობობა გრძელდება სარას ინიციატივით, რომელიც ცოტა უცნაური, მხიარული და უდარდელია. ის ცვლის ნელსონის ცხოვრებას. გოგონა ჩამოაშორებს კარიერულ ერთფეროვნებას, აჩვენებს ცხოვრებას და მისით ტკბობის საშუალებას.
ნოემბრის ყოველ დღესთან ერთად, რომელსაც ისინი ატარებენ, ნელსონს უფრო და უფრო უყვარდება სარა. მის გამო უარს ამბობს ძველ მოსაწყენ ცხოვრებასა და კარიერაზე.ნელსონი ხვდება, რომ იპოვნა ის ერთადერთი გოგო, რომელთანაც ბედის დაკავშირება შეუძლია. იგი ხელს სთხოვს სარას. ამ დროს იგებს, რომ სარა კვდება კიბოთი. გოგონა სთხოვს ნელსონს წავიდეს, რათა მის მეხსიერებაში ძლიერი და ხალისიანი დარჩეს. ამ ფორმით მას უკვდავების მოპოვება სურს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.