ტიმოთესუბანი
სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი[4]) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრი, კურორტ წაღვერიდან 2 კილომეტრი. სოფელში არის დაწყებითი სკოლა, კლუბი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტიმოთესუბანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ტიმოთესუბანი | |
სოფელი ტიმოთესუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | წაღვერი |
კოორდინატები | 41°48′12″ ჩ. გ. 43°30′51″ ა. გ. |
ადრეული სახელები | კიმოთესუბანი |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 235[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | 367[2] |
საფოსტო ინდექსი | 1212[3] |
დახურვა
ვახუშტი ბატონიშვილი ამ სოფლის შესახებ წერს:
„თორისწყლის (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს...“ | |