From Wikipedia, the free encyclopedia
ტერნეზენი (ნიდერლ. Terneuzen) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ-დასავლეთ ნიდერლანდებში, ზელანდიის პროვინციაში, ზელანდიის ფლანდრიის შუაგულში. 55 000 მცხოვრებით იგი პროვინციის ყველაზე ხალხმრავალი მუნიციპალიტეტია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტერნეზენი ნიდერლ. Terneuzen | |||||
ქალაქის მერია | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
პროვინცია | ზელანდიის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 51°20′00″ ჩ. გ. 3°50′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Erik van Merrienboer | ||||
პირველი ხსენება | 1325 | ||||
ფართობი | 317,78 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 55 244 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 220 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4520–4523, 4530–4559 და 4570–4579 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.terneuzen.nl/ | ||||
ქალაქი მდებარეობს დასავლეთ შელდის ესტუარის სამხრეთ ნაპირზე. დანარჩენ ნიდერლანდს უკავშირდება დასავლეთ შელდის გვირაბით, რომელიც 2003 წლის მარტში გაიხსნა. ტერნეზენი ქვეყნის დარჩენილ ნაწილთან რკინიგზით დაკავშირებული არაა.
ტერნეზენი წყაროებში პირველად 1325 წელს იხსენიება და ამ დროისთვის იგი სტრატეგიული პორტი იყო მდინარე გენტის სანაოსნო გზაზე. გენტი-ტერნეზენის არხი დღემდე მნიშვნელოვანი სანაოსნო გზაა. ტერნეზენის ნავსადგური მესამე უდიდესია ქვეყანაში როტერდამისა და ამსტერდამის შემდეგ. ქალაქში ფუნქციონირებს Dow Chemical Company-ს უდიდესი ფაბრიკა აშშ-ის ფარგლებს გარეთ.
გადმოცემის მიხედვით, ტერნეზენში ერთ დროს სახლობდა მფრინავი ჰოლანდიელი — ვან დერ დეკენი, რომელიც ღმერთმა დაწყევლა და ზღვაში სამუდამო მოგზაურობით დასაჯა.
ქალაქის სტატუსი ტერნეზენმა 1584 წელს მიიღო. 1877 წლამდე, მას ხშირად მოიხსენიებდნენ ნეზენის სახელით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.