ტერკუელი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერკუელი – მდინარე კენიაში. სათავეს იღებს ელგონის მთაზე და ერთვის ტურკანის ტბას. აღსანიშნავია, რომ სათავეში მდინარეს სუემი ჰქვია და იგი იწყება უგანდიდან. შემდეგ მას უერთდება კიდევ ერთი მდინარე და მხოლოდ ამის შემდეგ ატარებს იგი სახელს – ტერკუელი. ეს სახელი მომდინარეობს ტურკანას ენიდან და ნიშნავს “ბევრი თევზის მდინარეს”.
ტერკუელი | |
---|---|
ქვეყანა |
კენია უგანდა |
სათავე | ელგონის მთა |
ტერკუელი ვიკისაწყობში |
1990 წელს, კენიის მთავრობამ, მიუხედავად დიდი სჯა-ბაასისა, საფრანგეთის დახმარებით მდინარეზე ააშენა ტერკუელის ჰიდროელექტროსადგური. მშენებლობის დასაწყისში, პროექტის ღირებულებად დასახელდა 4 მლრდ კენიური შილინგი, მაგრამ საბოლოოდ მას 20 მლრდ კენიური შილინგი დასჭირდა. მიუხედავად ამისა, კენიის ამ მშრალ მხარეში, წყლის არასაიმედოობის გამო, სადგური ძალიან მცირე სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.