ტელევიზორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტელევიზორი — ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება უკაბელოდ ვიდეო და აუდიო ინფორმაციის მისაღებად და საჩვენებლად ეკრანზე, თუმცა შეუძლია კაბელით დაკავშირების შემთხვევაში ვიდეოფირის ჩვენებაც.
პირველი CRT ტიპის, კომერციული მიზნით, გამოშვებული ტელევიზორი დამზადდა Telefunken-ის მიერ გერმანიაში 1934 წელს[1][2]. შემდეგ უკვე საფრანგეთში (1936)[3], ინგლისში (1936)[4] და აშშ-ში (1938)[5][6].
ყველაზე იაფი ტელევიზორი მეორე მსოფლიო ომამდე ღირდა $125 (რომელიც ახლა ტოლფასია 1863 დოლარისა (2007)), რომელსაც ჰქონდა 8 სმ სიგრძის ეკრანი, ხოლო 30 სმ ეკრანიან ტელევიზორებს შორის ყველაზე იაფი ღირდა $445 ($6633 ახლა)[7].