From Wikipedia, the free encyclopedia
ტევტონთა ორდენი (ლათინურიდან teutonicus — გერმ. Deutscher Orden) — რელიგიური ორდენი, დაარსებული XII საუკუნეში.
ტევტონთა ორდენი | |
---|---|
ტევტონთა ორდენის ჯვარი | |
აქტიური | 1190 – დღემდე |
ტიპი | დასავლურ-ქრისტიანული ორდენი სამხედრო ორდენი (1192–1929) |
ალიანსი | რომის პაპი საღვთო რომის იმპერატორი |
გარნიზონი | აკრა (1192-1291 ვენეცია (1291-1309) მარიენბურგი (1309-1466) კენიგსბერგი (1466-1525) მარგენტჰეიმი (1525-1809) ვენა (1809-დღემდე) |
მფარველი | წმ. ქალწული მარიამი ელისაბედ უნგრელი წმინდა გიორგი |
დევიზი | „დახმარება — დაცვა — განკურნება“ |
ფერები | შავი-თეთრი |
მეთაურები | |
ცნობილი მეთაურები |
ჰერმან ფონ ზალცა |
ტევტონთა ორდენის დევიზი იყო: გერმ. „Helfen — Wehren — Heilen“ („დახმარება — დაცვა — განკურნება“).
სულიერი ორდენის სტატუსით ახალი დაწესებულების შექმნა გერმანელ რაინდთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჰერცოგმა ფრიდრიხ შვაბელმა 1190 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა, აკრას სიმაგრის აღების შემდეგ საავადმყოფოს დამაარსებლებმა ორდენს ქალაქში მუდმივი ადგილი გაუჩინეს.
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას, როდესაც რაინდები აკრას შემოერტყნენ, ლიუბეკელმა და ბრემენელმა ვაჭრებმა საველე ჰოსპიტალი დააარსეს. ჰერცოგმა ფრიდრიხ შვაბელმა ჰოსპიტალი სულიერ ორდენად გადააკეთა, რომელსაც სათავეში კაპელანი კორნალი ჩაუდგა. ორდენი ადგილობრივ ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა და იოანისტთა ორდენის განყოფილებას წარმოადგენდა.
რომის პაპმა კლემენტ III-მ 1191 წლის 6 თებერვალს პაპის ბულით ორდენი განაწესა როგორც „fratrum Theutonicorum ecclesiae S. Mariae Hiersolymitanae“ („წმინდა მარიამ იერუსალიმელის ეკლესიის ტევტონთა ძმობა“).
1196 წლის 5 მარტს აკრის ტაძარში ორდენის სულიერიდან სულიერ-რაინდულ ორდენად გადაკეთების ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ჰოსპიტალიერები და ტამპლიერები, ასევე იერუსალიმელი სასულიერო და მაღალი დონის პირები ესწრებოდნენ. რომის პაპმა ინოკენტი III-მ ეს მოვლენა 1199 წლის 1 თებერვლის ბულით დაადასტურა და ორდენის ამოცანები განსაზღვრა:გერმანელ რაინდთა დაცვა, სნეულთა მკურნალობა, კათოლიკური ეკლესიის მტრებთან ბრძოლა. ორდენი რომის პაპსა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს ექვემდებარებოდა.
ორდენი ოფიციალოურად ლათინურად იყო სახელდებული:
Fratrum Theutonicorum ecclesiae S. Mariae Hiersolymitanae Ordo domus Sanctae Mariae Teutonicorum in Jerusalem (მეორე სახელდება)
გერმანულ ენაში ორი ვარიანტი გამოიყენება: სრული დასახელება — Brüder und Schwestern vom Deutschen Haus Sankt Mariens in Jerusalem და შემოკლებული — Der Deutsche Orden
ქართულ ისტორიოგრაფიაში ორდენს ტევტონთა ორდენი და გერმანული ორდენი ეწოდება.
ორდენში უმაღლესი ხელისუფლება დიდ მაგისტრებს (გერმ. Hochmeister) ეკუთვნოდათ. ტევტონთა ორდენის განწესება (განსხვავებით ბენედიქტელთა ორდენისგან, რომლისკენაც იხრება ტევტონთა ორდენი), დიდი მაგისტრის ხელში მმართველობის სადავეების სრულ გადაცემას არ ითვალისწინებდა. მათი ხელისუფლება გენერალური კაპიტულის მიერ იზღუდებოდა. მოვალეობის შესრულებისას დიდი მაგისტრი დამოკიდებული იყო ორდენის ყოველი ძმის შეკრებაზე. თუმცაღა, ორდენის გაფართოებით დიდი მაგისტრის ძალაუფლებაც განუზომლად გაიზარდა გენერალური კაპიტულის ყოველთვის დროულად შეკრების შეუძლებლობის გამო. საქმეში მაგისტრისა და კაპიტულის ურთიერთობა უფრო სამართლებრივად განისაზღვრებოდა. კრიზისულ სიტუაციებში კაპიტულის ჩარევა აუცილებელი ხდებოდა, რაც ხანდახან დიდი მაგისტრების თანამდებობიდან გადაყენებით სრულდებოდა.
ლანდმაისტერი (გერმ. Landmeister) — ორდენის სტრუქტურაში მეორე თანამდებობა. ლანდმაისტერი მაგისტრის მოადგილე იყო ორდენის ზოგიერთ ტერიტორიაზე. ტევტონთა ორდენში სულ სამი ტიპის ლანდმაისტერი იყო:
ლანდკომტური სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მიწის კომტური“. ხელმძღვანელობდა ორდენის ბალეის.
კომტური
ორდენის სტრუქტურაში უმდაბლესი თანამდებობრივი ერთეული. კომტური საკომტუროს კონვენტთან - მოცემული საკომტუროს რაინდთა კრებასთან ერთად ხელმძღვანელობდა. კომტურს დაქვემდებარებული რაინდები მეურვეებად (მზრუნველებად) (გერმ. Pfleger) ან ფოგტებად (Vögte) იწოდებოდნენ. ამავდროულად, შეეძლოთ სხვადასხვა სპეციალიზაცია ჰქონოდათ და ამის მიხედვით წოდებულიყვნენ, მაგ: ფიშმაისტერებად (გერმ. Fischmeister) ანდაც მეტყვეებად (გერმ. Waldmeister).
ორდენის უმაღლესი თანამდებობის პირნი
გარდა ზემოთხსენებულია, ორდენში ხუთი თანამდებობის პირი არსებობდა, რომელთანაც უნდა ეთათბირა დიდ მაგისტრს:
დიდი კომტური
იხ. აგრეთვე: ტევტონთა ორდენის დიდი კომტურები
დიდი კომტური (გერმ. Grosskomture) — იყო დიდი მაგისტრის მოადგილე და მისი არყოფნის (ავადმყოფობის, გადაყენების, უდროოდ გარდაცვალების) შემთხვევაში ორდენს წარმოადგენდა და დიდი მაგისტრის დავალებებს ასრულებდა.
მარშალი
მთავარი სტატია: ტევტონთა ორდენის მარშლები
ორდენის მარშალი (გერმ. Marschalle ან Oberstmarschall ) — მის ძირითად მოვალეობას ორდენის მიერ წარმოებული ომების ხელმძღვანელობა წარმოადგენდა. დიდ დროს ან ბრძოლის ველზე ან კიონინგსბერგში ატარებდა, სადაც ორდენში შემავალი საძმო იკრიბებოდა ლიეტუვაზე შეტევების განსახორციელებლად. ბრძოლის დროს დიდი მაგისტრის შემდეგ მეორე პირი იყო.
უმაღლესი ჰოსპიტალიერი
მთავარი სტატია: ტევტონთა ორდენის უმაღლესი ჰოსპიტალიერები
უმაღლესი ჰოსპიტალიერი (გერმ. Spitler) — ორდენის დაარსების პირველ წლებში ორდენის ჰოსპიტალებსა და საავადმყოფოებს უდგა სათავეში. პრუსიის დაკავების შემდეგ მისი რეზიდენცია ელბინგში გადავიდა.
უმაღლესი ინტენდანტი
მთავარი სტატია: ტევტონთა ორდენის უმაღლესი ინტენტანდები
უმაღლესი ინტენდანტი (გერმ. Trapiere) — მის მოვალეობას წარმოადგენდა ორდენის ძმების მომარაგება ყველა საჭირო ატრიბუტით მშვიდობიანობისას: სამოსით, საკვებითა და ყველა საყოფაცხოვრებო ნივთით. პრუსიის დაპყრობის შემდეგ მისი რეზიდენცია ციხე-სიმაგრე ქრისტბურგში მდებარეობდა.
მთავარი ხაზინადარი
მთავარი სტატია: ტევტონთა ორდენის მთავარი ხაზინადრები
მთავარი ხაზინადარი (გერმ. Trapiere) — ორდენის საფინანსო ოპერაციებს აგვარებდა და მის ფულად რესურსებს განაგებდა.
სხვა თანამდებობები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.