ტბა მანაგუა (ესპ. Lago de Managua), იგივე ტბა ხოლოტლანი (ესპ. Xolotlán) — ტბა ნიკარაგუაში, კოორდინატები — 12°20′ ჩ. გ. 86°25′ დ. გ.. მისი ზედაპირის ფართობია 1.042 კმ², სიგრძე 65 კმ, ხოლო სიგანე — 25 კმ. მანაგუის ტბას, ნიკარაგუის ტბის მსგავსად სახელი უწოდეს ესპანელმა კონკისტადორებმა სახელისგან მანგუე ("Mangue") (ერთ-ერთი ტომის სახელი იყო) და agua (წყალი). ნიკარაგუის დედაქალაქი მანაგუა ტბის სამხრეთ დასავლეთ ნაპირზეა გაშენებული.

სწრაფი ფაქტები ტბა მანაგუა ...
ტბა მანაგუა
Lago de Managua
Lago Xolotlán
Thumb
კოსმოსიდან (1986). ჩრდილოეთი მარცხენა მხარეს
კოორდინატები: 12°20′ ჩ. გ. 86°25′ დ. გ.
მდებარეობა ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
სიგრძე 65 კმ
სიგანე 25 კმ
ფართობი 1,024 კმ²
საშუალო სიღრმე 9.5 
მაქსიმალური სიღრმე 20 
Thumb
მანაგუა (ტბა)
დახურვა

მანაგუის ტბა ძლიერ დაბინძურდა 1950-იან წლებში კოდაკის საწარმოს მიერ ვერცხლისწყლის ჩაღვრის გამო. მიუხედავად ამისა, არაერთი ნიკარაგუელი მაინც სახლობს მის სანაპიროზე და ტბაში დაჭერილი თევზით იკვებება. 1998 წელს ქარიშხლის გამო მანაგუის ტბა სამი მეტრით გადმოვიდა ხუთი დღის განმავლობაში. მანაგუის ტბა მდინარე ტიპიტაპათი უკავშირდება ნიკარაგუის ტბას. 2007 წელს ტბის ტერიტორია დაასუფთავეს და ნალექები ამოხაპეს კატარღებით. მძაფრი უსიამოვნო სუნი გაქრა. აშენდა ბეტონის ნავმისადგომები, საიდანაც შესაძლებელია ერთსაათიანი ტურის საშუალებით ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.