From Wikipedia, the free encyclopedia
ტატრები (სლოვაკ. Tatry; პოლ. Tatry) — მთის მასივები კარპატებში, პოლონეთსა და სლოვაკეთში. მაღალი ტატრების მაქსიმალური სიმაღლეა 2655 მ (გერლახოვსკი-შტიტი), ხოლო დაბალი ტატრებისა — 2043 მ (მთა დიუმბიერი). აღსანიშნავია მწვერვალები: ლომნიცკი-შტიტი (2634 მ), ლადოვი-შტიტი (2627 მ) და რისი (2503 მ). ტატრები უმთავრესად აგებულია გრანიტებით, გრანოდიორიტებითა და კირქვებით. რელიეფი ალპურია. არის ძველი გამყინვარების ნიშნები, კარსტული ფორმები. კალთები 1500 მ-მდე შემოსილია ნაძვნარით, შერეულია ფიჭვი, სოჭი, წიფელი.
ტატრები | |
---|---|
გერლახოვსკი-შტიტი | |
კოორდინატები: 49°10′ ჩ. გ. 20°08′ ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვაკეთი პოლონეთი |
უმაღლესი წერტილი | გერლახოვსკი-შტიტი |
სიმაღლე | 2655 მ |
1900 მ-მდე ტანბრეცილი ტყის სარტყელია, 2250 მ-მდე სუბალპური და ალპური მდელოები. ტატრებში არის მთის კლიმატური კურორტები. განვითარებულია ალპინიზმი, ტურიზმი, სამთო-სათხილამური სპორტი. მაღალი ტატრების თხემზე გადის სამთო-საბაგირო გზა. არის ეროვნული პარკები. ტატრებში განვითარებულია ალპების მსგავსი კლიმატი.
დამახასიათებელია ამინდის პირობების ხშირი ცვლა, ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევა, საკმაოდ დიდი ღრუბლიანობა და დიდწილად თოვლის სახით არსებული ატმოსფერული ნალექები. ტატრებს ხშირად განიხილავენ როგორც ქედების ერთიან სისტემას, რომელიც შეიცავს საკუთრივ ტატრებს (მაღალი ტატრები) და დაბალ ტატრებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.