From Wikipedia, the free encyclopedia
ტანგანიიკის პროვინცია (ფრანგ. Tanganyika) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კალემიე. ახალი ადმინისტრაციული დაყოფა, რომლითაც ქვეყანა შედგება 26 პროვინციისაგან, გამყარებულია 2006 წლის კონსტიტუციით, მაგრამ 2010 წლის ბოლოსათვის იგი ჯერ კიდევ რატიფიცირებული არ იყო და არ იყო ძალაში შესული[2]. საბოლოოდ იგი 2015 წელს შეიქმნა ტანგანიიკის რაიონისაგან, რომელიც ადრე შედიოდა კატანგის ყოფილ პროვინციაში.
პროვინცია | |
---|---|
ტანგანიიკის პროვინცია ფრანგ. Tanganyika | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | კალემიე |
კოორდინატები | 6°41′24″ ს. გ. 28°04′12″ ა. გ. |
მმართველი | Julie Ngungwa[1] |
ფართობი | 134 940 კმ² |
მოსახლეობა | 2 482 009 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 18,39 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 |
ოფიციალური საიტი | http://tanganyika.gouv.cd/ |
პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ტანგანიიკის ტბა. ტექნიკურად ის მდებარეობს ტანზანიის და ზამბიის საზღვარზე. ადმინისტრაციული ცენტრი კალემიე ასევე მდებარეობს ტბაზე.
ტერიტორია, რომელზეც ჩამოყალიბებული იყო პროვინცია, 1960 წლამდე შედიოდა ბელგიის კონგოს შემადგენლობაში. კატანგის ტერიტორია, და კერძოდ, ტანგანიიკის პროვინცია, განსაკუთრებით მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი კატანგის სახელმწიფო. 1961 წელს აქ მოხდა ლუბას ხალხის აჯანყება ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1961 წელს ტანგანიიკა ხელმეორედ დაიპყრო კატანგის სახელმწიფომ და იმავე წელს კინშასის ცენტრალურმა ხელისუფლებამ. 1962 წლის 11 ივლისიდან 1966 წლის 28 დეკემბრამდე თანამედროვე ტანგანიიკა იყო ჩრდილოეთ კატანგის თვითმმართველი პროვინცია, მაგრამ შემდგომში მობუტუ სესე სეკოს ხელისუფლებამ იგი შეიყვანა კატანგის პროვინციის შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.