![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/31/Idioma_tamil.png/640px-Idioma_tamil.png&w=640&q=50)
ტამილური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტამილური ენა — ტამილების სამეტყველო ენა. ინდოეთის ტამილნადუს შტატის ოფიციალური ენა. მიეკუთვნება დრავიდულ ენათა ჯგუფს, რომელიც არის ინდოელების ეთნიკური ჯგუფის ტამილის ხალხის დიალექტი. გააჩნია ინდოეთის, შრი-ლანკისა და სინგაპურის[1] ოფიციალური ენის სტატუსი. ტამილზე საუბრობენ აგრეთვე უმციროსობები მალაიზიაში,[2][3] ვიეტნამში, მავრიკსა და რეიუნიონზე, ასევე ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტამილური არის პირველი ინდური ენა, რომელიც გამოცხადდა კლასიკურად ინდოეთის მთავრობის მიერ 2004 წელს.[4]
ტამილური ენა ტამილ. தமிழ் (ტამილ) | |
გავრცელებულია | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 70 მილიონი |
ოფიციალური სტატუსი | ტამილნადუ, ანდამანის და ნიკობარის კუნძულები, პონდიშერი ![]() ![]()
|
ლინგვისტური კლასიფიკაცია | დრავიდული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ტამილური დამწერლობა არაბული დამწერლობა ტამილური ბრაილის შრიფტი ვატელუტუ (ისტორიული) |
რუკა | |
![]()
|
თამილური ლიტერატურა არსებობს უკვე 2200 წელზე მეტია. პირველი ეპიგრაფიული ჩანაწერები ამ ენაზე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნით. ტამილური ლიტერატურის პირველი ეტაპი განისაზღვრება ძვ. წ. 200 წლიდან ახ. წ. 300 წლამდე.[5] ჩვენსწელთაღრიცხვამდელი ნიმუშები აღმოჩენილია ეგვიპტესა და ტაილანდში.
ტამილური ენა ფორმირების სამ პერიოდს მოიცავს, ეს არის: ძველი ტამილური (ძვ. წ. 300 წ. - ახ. წ. 700 წ.), საშუალი ტამილური (700-1600 წწ.) და ახალი ტამილური (1600 წ. - დღევანდლამდე). ტამილური ანბანი მომდინარეობს ბრაჰმასაგან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/35/Word_Tamil.svg/640px-Word_Tamil.svg.png)