From Wikipedia, the free encyclopedia
ტამარა ტეილორი (ინგლ. Tamara Taylor; დ. 27 სექტემბერი, 1970, ტორონტო, ონტარიო, კანადა) — კანადელი მსახიობი[1]. სახელი გაითქვა სერიალში „ძვლები“ შესრულებული დოქტორი კამილ საროიანის როლით[2].
ტამარა ტეილორი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 სექტემბერი, 1970 ტორონტო, ონტარიო, კანადა |
ეროვნება | კანადელი |
მოქალაქეობა | აშშ, კანადა |
ეთნიკურად | კანადელი აფრიკელი, კანადელი შოტლანდიელი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1991-დღემდე |
მეუღლე(ები) |
მაილს კული (ქ. 2007; განქ. 2012) |
ტამარა ტეილორი დაიბადა 1970 წლის 27 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიოში, კანადაში. მამამისი წარმოშობით აფრიკელი კანადელია, ხოლო დედამისი შოტლანდიელი კანადელია. მას საშუალო სკოლაში სწავლა მიატოვა, რათა სამოდელო კარიერა აეწყო და მსოფლიოში ემოგზაურა. აღსანიშნავია, რომ მის ამ გადაწყვეტილებას მხარი დედამისმაც დაუჭირა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „სკოლა ყოველთვის მანდ იქნება, მითხრა მან.“[3]
ტეილორს ბიძაშვილად ერგება მსახიობი ნევე კამპბელი, რომლის დამსახურებითაც იგი სერიალში „ხუთის წვეულება“ დაამტკიცეს როლზე[4].
2007 წელს ტამარა ტეილორი ადვოკატ მაილს კულიზე დაქორწინდა[4], რომელსაც 2012 წლის მაისში გაეყარა[5]. მას შვილები არ ჰყავს.
ტამარა ტეილორის სამსახიობო დებიუტი 1991 წელს შედგა სერიალში „განსხვავებული სამყარო“ შესრულებული როასტ ატენდის როლით. ამას 1992 წელს მოჰყვა კიდევ ერთი როლი სერიალში „ჯანმრთელი კაცების საერთო საცხოვრებელი“.
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, 1996 წელს სერიალში „ხუთის წვეულება“ დაამტკიცეს გრეის უილკოქსის როლზე, რომელსაც 1997 წლამდე ასრულებდა. აქ იგი 16 ეპიზოდში გადაიღეს.
1998 წელს ჯენის ტაისონის როლში გადაიღეს ფილმში „უაზრო“[6]. 2000 წელს სერიალში „ანგელოზების ქალაქი“ 13 სერიაში გადაიღეს დოქტორ ანა საიფაქსის როლში. 2003 წელს სერიალში „სასწაულები“ გადაიღეს დოქტორ ლინდა კალის როლში. 2005 წელს რომანტიკულ ფილმში „შეშლილი შავი ქალის დღიური“ მონაწილეობდა დებრა სიმონსის როლში.[6] 2003 წელს სერიალში „ტრეისის გარეშე“ გადაიღეს მთავარ, ტრეისი მაკალისტერის როლში. 2004 წელს ჯუდის ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალში „ერთი ერთზე“. 2005 წელს ნინას როლი შეასრულა სერიალში „სექსი, სიყვარული და საიდუმლოებები“. იმავე წელს იგი სერიალში NCIS გადაიღეს სპეციალურ აგენტ კეისი იატესის როლში.
მრავალი პატარა და ეპიზოდური როლის შემდეგ, 2006 წელს ტამარა ტეილორი დაამტკიცეს დოქტორი კამილ საროიანის როლზე სერიალში „ძვლები“. მისი პერსონაჟი სერიალში ერთ-ერთი მთავარი იყო, რამაც მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა. აქ იგი თამაშობდა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: ემილი დეშანელი, დევიდ ბორეანაზი, მიქაელა კონლინი და ა.შ. სერიალის გადაღებები 2017 წელს დასრულდა, სადაც ტამარა ტეილორი თითქმის ყველა სერიაში ჩანდა, როგორც ერთ-ერთი დომინანტი პერსონაჟი.
2018 წელს იგი უმუ პრესკოტის როლში გადაიღეს სერიალში „შეცვლილი კარბონი“. 2020 წლიდან იგი დელორის ოლენის როლში გამოდის სერიალში „ოქტომბრის ფრაქცია“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.