![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Emperor_Taish%25C5%258D.jpg/640px-Emperor_Taish%25C5%258D.jpg&w=640&q=50)
ტაისიო
From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორი ტაისიო (大正天皇 (იაპონ. ტაისიო ტენო?), დ. 31 აგვისტო, 1879 — გ. 25 დეკემბერი, 1926) — იაპონიის 123-ე იმპერატორი ტრადიციული ქრონოლოგიის მიხედვით. იგი მეფობდა 1912 წლის 30 ივლისიდან მის გარდაცვალებამდე 1926 წლის 25 დეკემბრამდე.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Emperor_Taish%C5%8D.jpg/640px-Emperor_Taish%C5%8D.jpg)
იმპერატორის საკუთარი სახელი იყო იოსიჰიტო (嘉仁). ტრადიციის მიხედვით, გამეფების შემდეგ იმპერატორს არ აქვს სახელი და მას უბრალოდ იმპერატორს უწოდებენ. რადგანაც იგი მეფობდა ტაისიოს პერიოდში, იგი გახდა ცნობილი როგორც იმპერატორი ტაისიო.[1]
იგი დაიბადა ტოკიოში 1879 წლის 31 აგვისტოს. იოსიჰიტო გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ 1889 წლის 3 ნოემბერი. 1900 წლის 10 მაისს იგი დაქორწინდა დედოფალ სადაკოზე.[1]
ტაისიო ავიდა ტახტზე 1912 წლის 30 ივლისს. პირველი მსოფლიო ომის დროს ტაისიომ, როგორც მოკავშირე ქვეყნის ლიდერმა, მიიღო ბრიტანეთის მარშალის წოდება. გარდაიცვალა ტოკიოში, 1926 წელს.[1]