![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/Confluence_of_Skhalta_and_Acharistskali.jpg/640px-Confluence_of_Skhalta_and_Acharistskali.jpg&w=640&q=50)
სხალთა
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
სხალთა — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2220 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 223 კმ², წყლის საშუალო წლიური ხარჯი 7,54 მ³/წმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სხალთა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სხალთა, ქვეყანა ...
სხალთა | |
---|---|
![]() სხალთისა (მარცხენა მხრიდან) და აჭარისწყლის შესართავი | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
არსიანის ქედი 41°28′49″ ჩ. გ. 42°30′02″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2220 მ |
შესართავი |
აჭარისწყალი 41°37′14″ ჩ. გ. 42°16′09″ ა. გ. |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 223 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,54 მ³/წმ |
![]() ![]() |
დახურვა