სუკოტაის ისტორიული პარკი (ტაილ. อุทยานประวัติศาสตร์สุโขทัย) — ისტორიული პარკი ჩრდილოეთ ტაილანდის ქალაქ სუკოტაის სიახლოვეს. მოიცავს აღნიშნული ქალაქის ისტორიულ ნაშთებს, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში სუკოტაის სამეფოს დედაქალაქი იყო,[1] ამჟამად კი ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრია.

სწრაფი ფაქტები სუკოტაის ისტორიული პარკი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
სუკოტაის ისტორიული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Thumb
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 17°01′16″ ჩ. გ. 99°42′13″ ა. გ.
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 574
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
დახურვა
სწრაფი ფაქტები
დახურვა

ძველ ქალაქს გარს 2 x 1.6 კმ ზომების კედელი აკრავს. ტერიტორიის ფართობი 70 კმ²-ია და წარმოდგენილია 193 ერთეული ნანგრევი. კედლის თითოეულ მხარეს, ცენტრში მდებარეობს ჭიშკარი. სამეფო სასახლის ნაშთების შემოგარენში კი 26 ტაძარი მდებარეობს.

ყოველწლიურად პარკს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომლებიც გაოცებაში მოყავს ბუდას ქანდაკებებს, სასახლეებსა თუ ტაძრებს.

1962 წელს ისტორიული ქალაქი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა,[2] ხოლო 1976 წელს მისი რესტავრაციის პროექტი იქნა დამტკიცებული. 1988 წლის ივლისში, პარკი ოფიციალურად გაიხსნა. უკვე 1991 წელს კი იუნესკომ იგი კამპჰაენგ-პჰეტის ისტორიულ პარკთან და სი-სატჩანალაისთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც ერთი დიდი ობიექტის, „სუკოტაი და მასთან ასოცირებული ისტორიული ქალაქების" ნაწილი.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.