სოხუმის ყურე
From Wikipedia, the free encyclopedia
სოხუმის ყურე — ყურე შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმის რაიონში. დასავლეთით ესაზღვრება სოხუმის კონცხი. აღმოსავლეთით მდინარე კელასური. სანაპიროს გასწვრივ რკალის სიგრძე 10 კმ-ს აღწევს. ყურის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი სოხუმი. ერთვის მდინარე ბესლეთი და რამდენიმე მცირე ნაკადი. ყურე არ იყინება და სოხუმის საზღვაო პორტი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.