From Wikipedia, the free encyclopedia
სოფია კოპოლა (ინგლ. Sofia Carmina Coppola; დ. 14 მაისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. ის არის კინორეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილი. სოფია კოპოლა პირველი ამერიკელი ქალია, რომელიც წარადგინეს ოსკარის საუკეთესო რეჟისორის ჯილდოზე.
სოფია კოპოლა | |
---|---|
კოპოლა კანის კინოფესტივალზე 2013 წელს | |
დაბადების სახელი | სოფია კარმინა კოპოლა |
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1971 ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა | სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი |
აქტიური | 1972 - |
მეუღლე(ები) |
სპაიკ ჯოუნზი (1999-2003) |
ოსკარი |
2003 — თარგმანში დაკარგული |
ოქროს გლობუსი |
2003 — თარგმანში დაკარგული |
სეზარი |
2003 — თარგმანში დაკარგული |
სოფია კოპოლა ჰოლივუდის პრივილეგირებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, ცნობილი რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაა, მსახიობი ნიკოლას კეიჯი კი მისი ბიძაშვილია. მათ ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ აკირა კუროსავა და ვერნერ ჰერცოგი. პატარა სოფია კოპოლა სასკოლო დავალებებს ფილმების სახით ამზადებდა. მან მცირე როლები შეასრულა მამის ფილმებში „აუტსაიდერები“, „კლუბი კოტონი“, „პეგი სიუს ცხოვრება“ „ნათლიმამა III“.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Lick the Star“ (1998) შემდეგ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრულ ფილმი „ქალწულების თვითმკვლელობა“ კოპოლამ 1999 წელს გადაიღო ჯეფრი ეუჯენიდესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მასში გარეუბნელი მოზარდი გოგონების ცხოვრება ასახა. 2003 წელს გამოვიდა ფილმი „თარგმანში დაკარგული“, რომელშიც ბილ მიურეი და სკარლეტ იოჰანსონი ორ გაუცხოებულ მოგზაურს თამაშობენ, რომლებიც ტოკიოში ხვდებიან ერთმანეთს. ფილმმა 44 მილიონი დოლარის მოგება ნახა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო თითქმის 120 მლნ მთელ მსოფლიოში.[1] ფილმმა საუკეთესო სცენარისთვის ოსკარი მოიპოვა, ხოლო საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო სცენარისათვის კი ოქროს გლობუსი მიიღო.
კოპოლას შემდეგ ფილმში „მარი ანტუანეტი“ კომპანია Sony-მ 40 მილიონი დოლარი ჩადო. ფილმი ანტონია ფრეზერის რომანზეა დაფუძნებული და საფრანგეთის სკანდალური დედოფლის ცხოვრებას ასახავს. ფილმმა კრიტიკოსთა განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.