სოუეტო
From Wikipedia, the free encyclopedia
სოუეტო ან სოვეტო (ინგლ. Soweto, აბრევიატურა South Western Townships — სამხრეთ-დასავლეთის დაბები) — იოჰანესბურგის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე განაპირა დასახლებები (გაუტენგის პროვინცია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ადგილი, სადაც აპართეიდის პერიოდში იძულებით ასახლებდნენ შავკანიან აფრიკელებს. ეს დასახლებები ქალაქის სამხრეთში მდებარე მადნების სარტყელს ესაზღვრება. სოუეტოში ძირითადი მშენებლობები, რომელიც იქმნებოდა ადრინდელი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დაშორებული დასახლებების ადგილას (პიმვილი, ორლანდო), მიმდინარეობდა 1950—1960-იან წლებში. მასში იძულებით გადაასახლეს იოჰანესბურგის დასავლეთი ნაწილის დასახლებების მაცხოვრებლები. თავდაპირველად ცალკე მუნიციპალიტეტი იყო, 2002 წლიდან კი იოჰანესბურგის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის ნაწილი და იოჰანესბურგის გარეუბანია. ქალაქის ფართობია — 200,03 კმ². 2011 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 271 628 ადამიანს[1].
ქალაქი | |
---|---|
სოუეტო ინგლ. Soweto | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
პროვინცია | გაუტენგიგაუტენგი |
კოორდინატები | 26°15′58″ ს. გ. 27°51′57″ ა. გ. |
დაარსდა | 1963 |
ფართობი | 200,03 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1600 მ |
მოსახლეობა | 1 271 628 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 6357,19 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | 4309 |
ოფიციალური საიტი | www.Soweto.gov.za soweto.gov.za/ www.Soweto.gov.za |