სომხეთის საპარლამენტო არჩევნები (1995)
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 1995 — საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებული პირველი საპარლამენტო არჩევნები. გაიმართა 1995 წლის 5 ივლისს, ხოლო მეორე ტური 29 ივლისს[1]. 190 დასაკავებელი ადგილიდან 150 ირჩეოდა მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 40 პროპორციულით[2]. არჩევნებში გამარჯვება რესპუბლიკურმა ბლოკმა (ალიანსში გაერთიანებულები იყვნენ პან-სომხური ეროვნული მოძრაობა, დემოკრატიულ-ლიბერალური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და რესპუბლიკური პარტია) მოიპოვა, რომელმაც 190-დან 88 ადგილი მოიპოვა[3]. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 54.3% შეადგინა.
სწრაფი ფაქტები პირველი პარტია, მეორე პარტია ...
![]() | |||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დახურვა