![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/Ijen_volcano.jpg/640px-Ijen_volcano.jpg&w=640&q=50)
სოლფატარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოლფატარი (იტალ. solfatara < solfo – გოგირდი) — გოგირდოვანი აირისა და გოგირდწყალბადის (წყლის ორთქლის, ნახშირორჟანგისა და სხვა აირების მინარევით) ჭავლი, რომელიც გამოიყოფა კრატერის კედლებსა და ფსკერზე არსებული ნაპრალებიდან, აგრეთვე ვულკანის კალთებიდან, ლავური და პიროკლასტური ნაკადებიდან. სოლფატარების ტემპერატურაა 100-300 °С. გამოყოფს SO2, H2S, CO2.
![]() |
ეს სტატია გოგირდოვანი აირისა და გოგირდწყალბადის ჭავლს ეხება. იტალიის ჩამქრალი ვულკანის შესახებ იხილეთ სოლფატარა. |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/Ijen_volcano.jpg/320px-Ijen_volcano.jpg)
ხშირად სოლფატარი ფუმაროლებთან ერთად აქტიურად გამოიყოფა ვულკანის კალთებიდან. სოლფატარები ფუმაროლებთან ერთად ფართოდ გვხვდება კამჩატკაზე (ვულკანები: იჩინსკაია-სოპკა, კლიუჩევსკაია-სოპკა და სხვ.).