სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
From Wikipedia, the free encyclopedia
„სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი“ (ქართულ გაქირავებაში ვარსკვლავური ომები: სოლო[13]) ან უბრალოდ „სოლო“ — ამერიკული ფილმი, რომლის მთავარი პერსონაჟია ჰან სოლო, „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზიდან. იგი გადაღებულია Lucasfilm Ltd.-ის მიერ, ლოურენს და ჯონ კესდენების სცენარის მიხედვით, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Studios Motion Pictures. ეს არის რიგით მეორე სურათი „ვარსკვლავური ომები“ ანთოლოგიური ფილმების სერიაში, 2016 წლის „განდგომილი ერთის“ შემდეგ.
„სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი“ | |
---|---|
რეჟისორი | რონ ჰოვარდი[georgian 1] |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება |
„ვარსკვლავური ომები“ს პერსონაჟები — ჯორჯ ლუკასი |
როლებში |
|
მუსიკა |
|
ოპერატორი | ბრედფორდ იანგი |
მონტაჟი |
|
სტუდია | Lucasfilm Ltd. |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 135 წთ[8] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 275–300 მილიონი აშშ დოლარი[9][10] |
შემოსავალი | 393.2 მილიონი აშშ დოლარი[11][12] |
სურათი ცალკე ამბავს აღწერს, რომელიც 1977 წლის ორიგინალური ფილმის მოვლენებამდე მიმდინარეობს. სოლოს როლს ასრულებს ოლდენ ერენრაიქი, სხვა როლებს კი – ვუდი ჰარელსონი, ემილია კლარკი, დონალდ გლოვერი, თენდი ნიუტონი, ფიბი უოლერ-ბრიჯი და იონას სუოტამო. სიუჟეტი აღწერს ჰანის და ჩუბაკას თავგადასავლებს, ისევე, როგორც მათ მიერ ლენდო კალრისიანის გაცნობას.
ფილმის გადაღებები დაიწყო 2017 წლის იანვარში, ფილ ლორდის და კრისტოფერ მილერის მიერ. ძირითადი გადაღებები დაიწყო თებერვალში, Pinewood Studios-ში. ორივემ პროექტი დატოვა 2017 წლის ივნისში, Lucasfilm-თან შემოქმედებითი უთანხმოებების გამო. ახალ რეჟისორად დაინიშნა რონ ჰოვარდი. ფილმის პრემიერა გაიმართა 2018 წლის 10 მაისს, ხოლო 2015 წლის 15 მაისს — ჩვენება კანის კინოფესტივალის ფარგლებში. მსოფლიო კინოგაქირავებაში იგი გამოვიდა 2018 წლის 25 მაისს, RealD 3D, IMAX-ის და IMAX 3D-ის ფორმატებში. კრიტიკოსებმა იგი ძირითადად დადებითად შეაფასეს, აღნიშნეს რა მსახიობთა თამაში (განსაკუთრებით — ერენრაიქის და გლოვერის), ვიზუალური მხარე, მუსიკალური თანხლება და მოქმედებითი სცენები, თუმცა ზოგიერთის აზრით, სიუჟეტი პროგნოზირებადი იყო[14][15] „ვარსკვლავური ომების!“ კინოფილმების ისტორიაში იგი პირველი ნამუშევარია, რომელიც კინოგაქირავებაში ჩავარდა, მოუტანა რა შემქმნელებს მხოლოდ 393 მილიონი აშშ დოლარი. ამასთან, იგი აკადემიის 91-ე დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში.[16][17][18]