სოკოტრა
From Wikipedia, the free encyclopedia
სოკოტრა (Socotra ან Sukutra; არაბულად: سقطرى Suqutrā, DMG Suquṭrā) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში (უდიდესი კუნძული - კ. სოკოტრა), იემენის რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს გვარდაფუის კონცხის აღმოსავლეთით (აფრიკა). ფართობი - 3,6 ათ. კმ². უმთავრესად აგებულია კრისტალური ქანებით. სიმაღლე - 1503 მეტრამდე (კუნძულ სოკოტრაზე). ჰავა ტროპიკული და მშრალია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 21 °C , ივლისისა - 28 °C. ნალექები 250-300 მმ წელიწადში. მცენარეულობა ნახევარ უდაბნოსია. აშენებენ ფინიკის პალმას, რქოსან საქონელს. 2008 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.