![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/90/Scorpaena-porcus1.jpg/640px-Scorpaena-porcus1.jpg&w=640&q=50)
სკორპენისმაგვარნი
From Wikipedia, the free encyclopedia
სკორპენისმაგვარნი[1] (ლათ. Scorpaenoidei) — სხივფარფლიანი თევზების ქვერიგი სკორპენისნაირთა რიგისა.
სწრაფი ფაქტები სკორპენისნაირნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
სკორპენისნაირნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Scorpaena porcus | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Scorpaenoidei (Garman 1899) | |||||||||||
|
დახურვა
სკორპენისნაირთა რიგზე ფუნდამენტური ნაშრომი ეკუთვნის კ. მაცუბარას (1943), რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა რიგის სისტემატიკური განხილვა, მ.შ. Scorpaenoidei-ს ქვერიგის მდგომარეობა და ნათესაური კავშირები მის წევრებს შორის. შემდგომ ნაშრომებში სკორპენისებრთა ოჯახი გაყვეს და 11 ოჯახი Scorpaenoidei-ს ქვერიგში გააერთიანეს. სხვა ავტორებთან ქვერიგში 20 ოჯახი იყო გაერთიანებული. „მსოფლიოს თევზების“ მე-5 გამოცემაში ქვერიგი აერთიანებს 6 ოჯახს, 90-მდე გვარს და 513 სახეობას.[2] ზოგიერთი წყარო ქვერიგს ქორჭილასნაირთა რიგის ნაწილად განიხილავს.[3]