სიუფჰანი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიუფჰანი, აგრეთვე სიუფჰან-დაღი (თურქ. Süphan Dağı; ქურთ. Sîpana Xelatê; სომხ. Սիփան) — ჩამქრალი სტრატოვულკანი აღმოსავლეთ თურქეთში, ბითლისის პროვინციაში, უშუალოდ ვანის ტბის ჩრდილოეთით. თურქეთში არსებულ ვულკანებს შორის სიმაღლით მეორე ადგილს იკავებს. სიმაღლე 4058 მ.[1] მდებარეობს სომხეთის მთიანეთზე. ვეებერთელა გუმბათი აგებულია ანდეზიტური ლავებით, კრატერში ფირნი და მყინვარებია.[2] მწვერვალი მთელი წლის განმავლობაში თოვლით არის დაფარული. ფერდობებზე გვხვდება მთის სტეპი. მეცნიერთა გაანგარიშებით, უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 100 ათასი წლის წინ (± 20 ათასი წელი).[3] სიუფჰანი განლაგებულია არაბეთისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეჯახების ზონაში, რომელიც განსაზღვრავს რეგიონის სეისმურ და ვულკანურ აქტივობას.
სწრაფი ფაქტები სიუფჰანი ...
სიუფჰანი | |
---|---|
სიუფჰანი | |
კოორდინატები: 38°55′54″ ჩ. გ. 42°50′03″ ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | ბითლისის პროვინცია |
სიმაღლე | 4058 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 2189 მ |
მთის მასივი | სომხეთის მთიანეთი |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტი ლიპარიტი |
ბოლო ამოფრქვევა | 100 ათ. წლის წინ |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა